ჩემს მოკრძალებულ აზრს დავაფიქსირებ თუ შეიძლება იმის თაობაზე, რომ ესპანეთის ძირითადში ფაბრეგასი ვერ ხვდება.
ჯერ იქიდან დავიწყებ რომ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინიესტაზე დაბალი დონეა და ა.შ.
მე ცოტა სხვაგვარად შევატრიალებდი საკითხს.
ყველამ ვიცით და ყველას კარგად გვესმის რომ ჩავისა და ინიესტას ტანდემი დღეს საუკეთესოა. (ნუ შარშან კოსიელნისა და ჯურუს ტანდემი ლიდერობდა)
ხუმრობა იქით იყოს და ფაბრეგასი კი არა, ეს მუნდიალი 2400 წლის წინანდელ საბერძნეთში რომ ჩატარებულიყო და ზევსი ჩამოსულიყო, ეგეც ვერ მოხვდებოდა ძირითადში.
იმიტომ კი არა, რომ ჩავი ან ინიესტა ცალკე აღებული, ყველაზე მაგრები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ერთად იყვნენ ძალიან მაგრები.
აქაოდა, ყველაზე კარგი ტანდემიაო, ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვები მათზე დიდად ნაკლები არიან.
აი მაგალითად სანამ ტრავმას მიიღებდა ვან პერსი, ფაბრესა და მისი ტანდემი, ერთ-ერთი საუკეთესო ითვლებოდა.
მოდით ასე მივუდგეთ საკითხს, ვიცით, რომ ვან პერსი არის ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი.
ისიც ვიცით, რომ ჰოლანდიაში უფრო უჭირს გოლის გატანა, ვიდრე არსენალში.
ისიც ვიცით რომ ჰოლანდიაში მას ფაბრეგასი არა ჰყავს.
ახლა კი ასეთ მაგალითს წარმოგიდგენთ.
წარმოიდგინეთ, ჩავიც და ფაბრეც, ორივე ჰოლანდიელია.
ჰოლანდიას გოლის გამტანად, წინა ფლანგზე უყენია რობინ ვან პერსი.
ჩავი და ფაბრედან კი მხოლოდ ერთის თამაში შეიძლება.
რომელიმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩავის სკამზე დასვამდნენ და ფაბრე იქნებოდა ძირითადში?
და მერე, თუ ჩვენ ვიტყოდით, რომ ფაბრე ტ*ყნავს ჩავის, მართლები ვიქნებოდით?
არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ჩავის სკამზე დასმა სწორედ ვან პერსისა და ფაბრეს "საფეხბურთო ურთიერთგაგებამ" (თუ არსებობს ასეთი ტერმინი)
განაპირობა, და არა მათ შორის კლასის სხვაობამ.
ფაბრე სკამზე იჯდა და *ლეაო, რომ გაიძახით.
მე ვიყავი ის ფეხბურთელი, ნახევარ გუნდს, მარტო ზამენიდან რომ სჯობდა?
როგორც ფრანგი ფილოსოფოსი, სერაპიონ წივწივაძე ამბობდა, ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ მას ვიღაც არ იზიარებს.
ეს ნიშნიანიძის ლექსი კი ყველა ჩავის მადიდებელს.
ცოტნე გმირია, დიდებული გმირი ოღონდაც,
თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს,
ვახსენოთ სახე-დაღრეჯილი ლომი მონღოლიც,
გმირობისა და ვაჟკაცობის, უბადლო მცოდნე.
მე მიყვარს ფაბრეგასი, შენ?
This post has been edited by Manuelo Costa on 8 Aug 2011, 19:06
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".