რაც შეეხება ყბადაღებულ უხეშობის თემას: ტვინი მოიტYნა უკვე ამ ბალერინების წუწუნით. წავიდნენ რა ნახონ ნიუკასლი- ლივერპული ან ევერტონი-ასტონ ვილა და გაიგებენ რა არის კაცური თამაში. ნუ ეხლა მე არ ვაღიარებ რომ წმინდა ბარსას ფეხბურთელებზე შეხება არ შეიძლება.
სხვა ამბავია როცა განზრახ უხეშობა ემოციებიდან მოდის და ამისთვის დასაძრახია მარსელოც და პეპეც რიგ ეპიზოდებში. ასევე არ იყო ლამაზი რამოსის საქციელი შარშანდელ კლასიკოში როცა ნახევარი ესპანეთის ნაკრები გალახა

. არც ჟოზეს საქციელი იყო სამაგალითო წუხელ, და ეს ყველაფერი სამეფო კლუბს არ ეკადრება.
ამავე დროს გულისამრევია ბარსას ფეხბურთელების ზღვარსგადასული სიმულანტობა, პროვოკატორობა და სახეზე ხელმოკიდებული კოტრიალი როცა არავინ შეხებია. პინტოს ბლატაობა, ვილიას გუშინდელი მოქმედება. ულამაზო იყო გვარდიოლას საქციელი როცა შარშანდელ კლასიკოში ბურთი რონალდოს არ მისცა და გვერძე გადააგდო, და ეს ყველაფერი არ ეკადრება გუნდს რომელიც თვლის რომ გუნდზე მეტია.
პ.ს. ბოლო 5 კლასიკოს შემდეგ სულ რეალის უხეშობაზე ლაპარაკობენ ბარსუკები, მაგრამ ამ მატჩებში არც ერთ ბარსას ფეხბურთელს არ მიუღია ტრავმა და არ დაუტოვებია მოედანი და არც შემდეგი გართულებები არ ჰქონია არავის.