როიგი: "რეალისა" და "ბარსას" ჰეგემონია ესპანურ ფეხბურთს გაანადგურებს"
"რეალის" 6-0 და ბარსელონას 5-0 გამარჯვებიდან 12 საათის შემდეგ, "ვილიარეალის" პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა ესპანეთის ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს არ არის ის ლიგა, რომელიც ჩვენ გვსურს. მე ვყიდი ფეხბურთელებს, რომ ბიუჯეტის ბალანსი შევინარჩუნო, სხვები კი კოლოსალურ კრედიტებს ითხოვენ მათ შესაძენად."
"თუ ორგუნდიანი ჩემპიონატი გინდოდათ, მაშინ ის უკვე გაქვთ. ეს ძალიან ცუდია ფეხბურთისათვის. მეშინია იმაზე ფიქრის თუ, რა იქნება მომავალ სამ–ოთხ წელიწადში."
"თუ სიტუაცია არ შეიცვლება, მაშინ ესპანურ ფეხბურთს განადგურება ემუქრება."
ამისდა მიუხედავად როიგმა "ბარსელონა" მაინც შეაქო.
"ისინი დიდებულად გამოიყურებოდნენ, "ვილიარეალმა" კი ერთ–ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა."
http://madridista.ge/news/5473-bbbbb-bbbbb...bbbbbbbbbb.html