როგორც იქნა ვუყურე თამაშის ჩანაწერს, მგონი პირველად ვნახე რეალის თამაში ჩანაწერში

ვერ აღვიქვი რამდენად მაგარი საყურებელი იქნებოდა თამაში ცოცხლად, ანგარიში წინასწარ რომ იცი ყველაფერს აფუჭებს.
რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებებს: პირველი ტაიმი ძალიან ცუდათ ვითამაშეთ, საწყის 10 წუთს თუ არ ჩავთვლით. ინიციატივა მთლიანად ბარსას ჰქონდა, მაგრამ მომენტები თანაბრა გვქონდა 4-4(ბარსას 2 გოლი, 1 მესი, ერთი პედრო-ჩვენ გოლი, ხედირა, ოზილი და რონალდო). მეორე ტაიმში უფრო კარგად ვითამაშეთ, მაგრამწინ უკვე აღარ გამოდიოდა ისე მწვავედ როგორც პირველ ტაიმში. ჩვენგან გამოვარჩევდი კოენტრაოს, პეპეს, ბენზემას.
წაგების მიუხედავად პოზიტივიც ბევრი იყო ამ თამაშში. გასაფხულის მერეც ძალიან დიდი ნაბიჯი აქვს გუნდს გადადგმული წინ, თან ჯერ მოსამზადებელი ეტაპი ახალ დასრულებულია. ფორმაში შევლენ და ვნახოთ მაქსიმუმზე რას იზამენ. რაც შეეხება რონალდოს უსუსურ თამაშს: მე ისეთი აზრი მრჩება, რომ თუ არსებობს ბარსელონას კომპლექსი, ეს პირველ რიგში ეხება რონალდოს, ბარსასთან ერთერთი რიგირთი ფეხბურთელი ხდება, ფეხები უკანკალებს ტიპს, ალბათ ზედმეტი მონდომებისგან მოსდის. მეტწილად რონალდოს ცუდი თამაშის გამო არ გამოვიდა ყველაფერი ისე როგორც გვინდოდა, რაც არ უნდა კაგრად თამაშობდეს გუნდი, ლიდერი თუ ვერაფერს ვერ აკეთებს გუნდს ძალიან უჭირს. იგუაინი ძალიან უსუსურია, რა დაემართა ესეთი ვერ ვიგებ, საერთოდ არის თუ არა მოედანზე ვერც გაიგებ. გამოდის რომ ცენტრფორვარდი მართლა საჭიროა, მეტნაკლებად კარგად მოთამაშე ბენზემას არ ყავს არათუ სრულფასოვანი შემცვლელი, არამედ ელემენტარული ალტერნატივა , ვისი იმედიც შეიძლება ცოტათი მაინც გქონდეს. მარსელოს ჯარიმებს რაც შეეხება, ორივე ეპიზოდში ცუდათ მოიქცა და იმსახურებდა გაგდებას.
ბარსაზეც დავწერ ორი სიტყვით: პირველი გოლი სამაგალითო იყო: იდეალური გახსნა, იდეალური პასი და იდეალური დარტყმა. მეორე გოლიც კარგი გაიტანეს. აი მესამე ნამდვილად ჩვენი დაცვის ბრალი იყო. საერთოდ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ჩვენზე ხარისხიანი გოლები გაიტანეს. შარშანდელი ბარსა იყო შეცვლაზე შემოსულ ფაბრეგას თუ არ ჩავტვლით, ისევე როგორც ჩვენ , მხოლოდ კოენტრაო გვყავდა ახალი. ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ ჩვენ უფრო დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული წინ ვიდრე ბარსას, ჩვენსა და მათ შორის მანძილი მკვეთრად შემცირებულია, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ შაჰინის ძალიან მეიმედება და დიდი იმედი მაქვს რომ სამომავლოდ ტრავმებს გადაურჩება და ძირითადის კაცი გახდება, ძალიან გვჭირდება ცენტრში მისნაირი ტექნიკური, რბილი და მოაზროვნე ფეხბურთელი.
ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ მადრიდში მართლა ვაჯობეთ, ისე რომ 2 ბურთით მოგებაც რეალური იყო ამეებმა კიდე 2-2 გააგორეს. ღირსები ვართ. მადრიდშI უნდა მოგვეგო 1 ბურთით მინიმუმ.
და კიდევ ერთხელ: ტოპ თავდასხმელი აუცილებელია გუნდში, ახლა თუ არა იანვარში მაინც, მანამდე საბოლოოდ გაირკვევა ბენზემა/იგუაინის დუელში გამარჯვებული. შესაბამისად ერთერთს დავიტოვებთ და ახალ თავდასხმელთან და მორატასთან ერთად დააკომპლექტებს შეტევის ხაზს.
This post has been edited by Proplayer on 18 Aug 2011, 23:23