თვითონ წერს ჰომოსექსუალიზმის შესახებ იმ წიგნში.
"ფილიპ ლამი რო ჩაწეროთ გუგლში მეორე გვერდზე აღმოაჩენთ სიტყვებს: "ფილიპ ლამი ჰომოსექსუალია".
თუმცა მე არ ვარ ჰომოსექსუალია, მყავს ცოლი კლაუდია და არანაირი მეგობარი მამაკაცი არ მყავს კიოლნში... (

)
ამ ისტორიის შესახებ ბევჯერ მსმენია, სინამდვილეში კი როგორც ჩანს კიოლნში არის ერთი ადამიანი, რომელიც ყველას უყვება, რომ მასთან რაღაც მაკავშირებს. ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ ამაზე უცნაური ისაა, რომ ეს ინფორმაცია ინტერნეტში ათასგვარი სპეკულაციის წყარო ხდება.
ჩემთვის სულ ერთია ეს სპეკულაციები, ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ძალიან მიკვირს, რომ ადამიანები, რომლებიც ინტერნეტში ასეთ ინფორმაციებს ავრცელებენ, სერიოზულ ზეგავლენას ახდენენ ხალხზე.
ჩემ ყურამდე ხშირად მოსულა ისტორიები, რომ თითქოს რეგულარულად დავფრინავ კიოლნში მეგობართან შესახვედრად და ა.შ. და ა.შ.
ისე კი, არცერთ ჰომოსექსუალ პროფესიონალ ფეხბურთელს არ ვურჩევ თავის გაცემას, რადგან ისეთი ამბები ატყდება, რომ შეიძლება თვითმკვლელობამდე მიიყვანოს თავი."
ლამი ერთ ისტორიას ყვება, რომელმაც მოკლე დროით მისი ცხოვრება სრულად არია.
"ერთ დღეს კარზე ზარის ხმა გავიგე, ვიფიქრე ჩემი უახლოესი მეგობრებიდან რომელიღაც იქნებოდა, რადგან სახლის მისამართი მხოლოდ ერთეულებმა თუ იციან. ჩემი სახელი არც შემოსასვლელში და არც კარზე არ წერია... გავაღე და დგას ერთი ტიპი, რომელიც აქამდე არ მენახა.
-რა გნებავთ? ვკითხე გაკვირვებულმნა.
მამაკაცმა ხმა არ მოიღო,
- რამე გინდათ? კიდევ ერთხელ შევეკითხე, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ეს ტიპი რაღაცნაირად მიყურებდა.
თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვები ვერ წარმოთქვა, მხოლოდ ხელში წერილი მომაწოდა. ზედ წავიკითხე: "ფილიპ, მე შენ შემიყვარდი, შეიძლება შემოვიდე?"
- არაააააა! და კარი მივუჯახუნე.
"გლაზოკში" გავიხედე, ის ისევ იქ იდგა, თითქოს არ იცოდა რა გაეკეთებინა. ცოტა შემეშინდა კიდეც, ვიფიქრე დანა ან რამე სხვა იარაღი ხომ არ აქვს, იქნებ შემოსვლა ძალის გამოყენებით სცადოსთქო, ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ პოლიციაში დამერეკა, ვინიცობაა რამე მომხდარიყო, ნამდვილად არ მინდოდა მასთან ჩხუბი. წერილის კითხვა გავაგრძელე. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი დუზელდორფიდან ყოფილა ჩამოსული, როგორც დეტექტივი ისე მითვალთვალებდა, იცოდა სად დავდიოდი, სად ვცხოვრობდი, როდის ვიყავი სახლში.
ცოტა ხანში იგი წავიდა, მე კი გავიფიქრე: "ვინმეს ხო არ ეტყვის ჩემს მისამართს, ან თავად ხომ არ მოვა კიდევ?"
მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარასდროს მოსულა, სახლი მაინც გამოვიცვალე."

This post has been edited by Dovi on 29 Aug 2011, 15:13
https://youtu.be/xpwhTi3pwu8?t=1396 ძუძუ ძმაო.