მოკლედ როგორც ვატყობ აქამდე მიდის მსჯელობა მეირლეიშის გაშვებაზე და სწორი ნაბიჯი იყო ეს თუ არა.
ეხლა ამ წუთას რა თქმა უნდა ემოციებს აყოლილნი და სკოტთან ჩაფლავებული თამაშის შემდგომ ადვილია იმის მტკიცება რომ აი რამხელა შეცდომა იქნა დაშვებული და რამე, მოდით საგნებს შევხედოთ რეალურად.
გუნდში აქცენტი კეთდება სამომავლოდ(მოგვწონს თუ არა ეს ფაქტია).
ჰენდერსონი ამ ეტაპზე რომ ვთქვა მაოცებს თავისი ბურთაობით მეთქი მოვიტყუები მაგრამ ისიც არ მინდა დავიჯერო რომ კენი აბსოლუტურ უმრავლესობაში შეცდა ტრანსფერების კუთხით.
მესმის იმ დედალენინგრადელებმაც დაიმატეს ახალი სისხლი რომლებიც უფრო მარტივად მოერგნენ ერთი შეხედვით იმ საძაგელ გარემოს და გვიჩნდება კითხვები აქ რატომ არ განვითარდა მოვლენები ისე ჩვენ რომ გაგვიხარდებოდა?!
ისიც გასათვალისწინებელია ჩემო კარგებო რომ აქ თითქმის ახალი გუნდი ყალიბდება ყველა გაგებით, ახალი მწვრთნელით სათამაშო მანერითა და სტილით. ამას დრო ესაჭიროება და ეხლა მესმის რომ გულსატკენია იმის ყურება როგორ მარცხება გუნდი სკოტთან ან მსგავს კლუბებთან თუმც ეს ამ ფორმით ჩამოყალიბების პერიოდში გარდაუვალია.
და ბოლოს რა საშინელებაა და რა სისაძაგლე იმის ყურება როდესაც დედაელიტარული საზოგადოების წარმომადგენელნი
ამაშიც კი გეცილებიან.