დღევანდელი წაგების ძაან ბევრი მიზეზი შეიძლება მონახო. პირველი,თავისთავად დაცვაა. ვითომ მოგვარდა აქ ყველაფერი, მაგრამ ჩემიფ ეხები. კარაგერი პოზიციას კარგავს, მარჯვნივ შკრტელი დგას, რომელსაც ბეილი სისწრაფეში სახეს აძრობს და იმხელა თავისუფალი სივრცე აქვს რო თუ უნდა ჩაიხდის და სტადიონზე მოჯვავს. გუშინწინ კიდე კენი შკრტელზე ამბობდა სამაგალითოაო

გოლი გაიტანა ბოლტონთან და თურმე მაგარი მცველია. თუ თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუ უნდა ბომბარდირი გამხდარა, რა აზრი აქვს? ხოდა, ჩემი აზრით ყველაფერი დაცვიდან დაიწყო. იქ კარამ დაუშვა ერთი-ორჯერ შეცდომა, იქ აგერს ფეხი დაუცურდა და წელში გადატყდა, იქ შკრტელი ბეილს მარჯვენა ფლანგზე მოჯმას აცდიდა. ეს არეულობა დაცვაში მთელ გუნდს გადაედო და აი იქ დაგვენძრა. ადამმა ისევ თავისი ჰოთჰედობა გამოაჩინა თამაში რო არ გამოსდიოდა. რამდენჯერმე მოდრიჩს ეუხეშა, პარკერსაც არაერთხე და საბოლოო ჯამში სამართლიანადაც გააჯმევინეს. ათი კაცით დარჩენილი კიდე არაფრად აღარ ვვარგოდით, მითუმეტეს მაშინ როდესაც ფლეიმეიქერად ჰენდერსონი დარჩა მოედანზე და ბურთს სულ სამჯერ შეახო მთლიან თამაშში ფეხი. შკრტელის გაგდებამ, უბრალოდ ტოტენჰემსს საშუალება მისცა ანგარიში გაეზარდა, თორე ადამის გაგდების შემდეგ თამაში უეჭველად წაგებული იყო.
პ.ს. ხოსე ენრიკე მაგარი კაცია. კი, ბაზარი არაა დეფომ გაუტანა, მარა რაღა უნდა ექნა, მაგ მომენტში მაქსიმუმი გააკეთა. წინ გარბოდა 50 მეტრს გაივლიდა და სამი კაცი რო შემოეხვეოდა, მაშინ კარგავდა ბურთს, იმიტო რო, უბრალოდ არ იყო არავინ გახსნილი.