გილოცავთ რომაელებო
ნუ როგორ გავიხარებდი ერიკას გოლის გამო წარმოგიდგენიათ ალბათ
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია არ უთამაშია კლასი მაინც აქვს ფეხებში, ფორმიდან ამოვარდნილია მაგრამ რაც შეეძლო გააკეთა, ყველაზე ცუდი რაც აქვს ეს არის რომ პასი არ უყვარს, დღესაც გამოჩნდა, გაგოზე ერთი პასი და 2-0 ხდებოდა, მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ მისი დებიუდიტ, რაზეა საერთოდ საუბარი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მერვე წუთზე შეაბზრიალა და 3 ქულის მომტანი გოლი გამოდგა
სტეკეზე აღარ დავწერ, უბრალოდ ზე-კლასია ტიპი, აი გაგო იყო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მოედანზე, გადახნა ცენტრი, ძაან ბევრი ორთაბრძლა მოიგო, მთლიანობაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
რაც შეეხება თვითონ გუნდს, არანაირი ლუის ენრიკეს ხელი არ ეტყობა, გუნდი იგებს მხოლოდ ფეხბურთელების კლასის ხარჯზე, რამდენჯერ უნდა გაეტანა პალერმოს გოლი ამის დათვლაც შეუძლებელია მგონი, ერთი ნორმალური შეთამაშებული გუნდი ისე ააბზრიალებს რომას კარგა ხანი იფრენს, რა უბედურებაა ეს?
ან ლამელას თამაში აქვს რივერში საერთოდ ნანახი? სად დააყენა თვითონ მაინც იცის? ან რა დაავალა? არ ვიცი რა, მე პირადად ლამელა-გაგო-ბურდისო-ჰეინცედან გამომდინარე ამ კლუბის მხოლოდ კარგი გამიხარდება, მაგრამ მე წინსვლას ვერ ხვდევ და ვერანაირი მწვრთნელის ხელი ვერ შევატყვე გუნდს მისი მოსვლის შემდეგ.