ბოიანმა “რომას“ ჰიმნი დაიწუნაახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი, ბოიან კრკიჩი, ჯერ ერთი წელიც კი არ არის, რაც კატალონიის “ბარსელონადან“ იტალიურ “რომაში“ გადაბარგდა და იტალიაში ნანახსა თუ განცდილს, უკვე იმდენ რამეს აკრიტიკებს, რომ აშკარაა, მის თავს მთლად კარგი ამბები არ უნდა ხდებოდეს. რამდენიმე დღის წინათ, ბოიანმა არც მეტი, არც ნაკლები, საფეხბურთო კლუბ “რომას“ ჰიმნი გააკრიტიკა.
ესპანელი ფეხბურთელის აზრით, რომაელების საკლუბო სიმღერა, როგორც მუსიკალურად, ასევე შინაარსობრივად, დუნე და ნაკლებად საინტერესოა. ბოიანის თქმით, “რომას“ მესვეურებს აუცილებლად მოუწევთ ახალი ჰიმნის შექმნაზე ფიქრი, რადგან ასეთი არაფრისმთქმელი სიმღერით იტალიელები შორს ვერ წავლენ. კრკიჩის უხეშობა იქამდეც კი მივიდა, რომ მან რომაული გუნდის მუსიკალურ სიმბოლოს სულელური უწოდა.
აქვე გეტყვით, რომ საფეხბურთო კლუბ “რომას“ დღევანდელი ოფიციალური ჰიმნი “რომა, რომა”, გასული საუკუნის 70-იან წლებში, ანუ იმ დროს შეიქმნა, როდესაც ბოიან კრკიჩი დაბადებულიც არ იყო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიური კლუბის ახალმა მფლობელებმა ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელის ახირების გამო, კლუბისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სიმბოლო შეცვალონ.
ისე, როდესაც თანდართულ ბმულზე მოისმენთ, თქვენც დარწმუნდებით, რომ “რომას“ ჰიმნს კრკიჩის დასაწუნი მართლა არაფერი აქვს.
http://www.youtube.com/watch?v=PVLE4lthZkEhttp://worldsport.ge/Read.aspx?news=27848&lang=1ასეთი კაცი რათ გინდათ გუნდში?
This post has been edited by Giuseppe Meazza on 23 Nov 2011, 22:05