მაგრად გამისწორდა სერია ა ჩვენ რო გავხსენით, პირველი ჩვენ შევიყვანეთ ბურთი თამაშში და პირველი გოლიც ჩვენ გავიტანეთ.
როგორ მინდოდა რო პირველი თამაში ფრე გვეთამაშა
შარშანდელთან შედარებით უკეთესად დავიწყეთ, ალბათ დამეთანხმებით

ნუ მილანი როგორც ყოველთვის აუღებელი ციხესიმაგრეა ჩვენთვის, სამაგიეროდ თითქმის ყოველთვის ძაან მაგარი თამაში გამოდის.
ერნანესმა ჩააგდო დღევანდელი თამაში, სისე ზედმეტად იღებდა თავის თავზე პასუხისმგებლობას 2 მომენტში პასი რო გაეკეთებინა რომელიმედან 1 გოლს კიდე გავიტანდით. ნუ ერნანესის გაფუჭებულ მომენტზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. ეს ლულიჩი ვაბშე ვინაა ვერ გავიგე რა ჯიშისაა საერთოდ ხელბურთელი ხო არაა და ხო არ შეეშალათ ა?
ისე პირველი თამაშის მერე კონკო არც თუ ისე ცუდად მეჩვენა, აქტიურია ბურთს უკეთესად იღებს და უფრო რბილადაც აწვდის ვიდრე ამას ლიხშტაინერი აკეთებდა,
რეიას შეუძლია გუნდის დაყენება თამაშამდე, ყველაფრის გათვლა გამოთვლა მარა უკვე თამაშის დროს ნოლია, არანაირი გარდატეხის შეტანა არ შეუძლია თმაშის მიმდინარეობაში. რატო არ ჩააყენა გუნდი 0:2-ის მერე დაცვაში ვერ ვხვდები, დავიჯერო მილანის განადგურება მოინდომა? თუ ასეა საღოლ მაგას.
მოკლედ ეს ანგარიში მაგრად გვაწყობდა საბოლოო ჯამში, ძალიან ძვირფასი ქულა წამოვიღეთ მილანიდან, ეხლა მთავარია დაბალ და საშუალო გუნდებთან კარგად გამოვიდეთ და უაზროდ არ ვკარგოთ ქულები.
კლოზემ დაგლიჯა თავისი გოლით, წესით მაურიმ და ლედესმამ უნდა მოამარაგონ კარგი პასებით და ეგ კაცი კიდე ბევრჯერ გაიტანს.
სისე ცოტა ამოვარდნილი მეჩვენა სქემიდან თავისთვის უბერავს ტიპი

ბურთის მიღება აქვს ძალიან თესლი, მთელი ბედნიერებაა როცა ფლოკარის ფაფხურს არ უყურებ როცა ბურთს იღებს

მოკლედ ცაში ასაყვანი არცერთი არაა მარა ნამდვილად კარგები არიან ორივე.