ყველას გილოცავთ უმნიშვნელოვანეს და ურთულეს გამარჯვებას, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა, ლაციო დაბრუნდა ჩემპიონატში.
ეხლა თამაშშ რაც შეეხება, ყველაფერს წვრილად არ მოვყვები, ვიტყვი ერთს რაც აშკარად დავინახე, ლაციო გაცილებით კარგად თამაშობს ერთი თავდამსხმელით და 5 ნახევარმცველით ვიდრე ორი თავდამსხმელით წინ, სისეს გამოცვლამდე და მათუსალების შესვლამდე ფიორენტინა აშკარად გვაჯდა და მარკეტიმ ფანტასტიური მატჩი ჩაატარა, მატჩი რომელიც ლაციომ აშკარად მეკარის წყალობით მოიგო, დაახლოებით 5 მკვდარი ბურთი მაინც მოიგერია მეორე ტაიმის დასაწყისიდან სისეს გამოცვლამდე, სისეს გამოსცვლის შემდეგ კი სულ სხვაგვარი თამაში წავიდა, ბურთი აშკარად დავიჭირეთ მოედნის ცენტრში და თამაშიც წაგვივიდა, ისე უნდა აღინიშნოს რომ მატუ ძალიან მაგარ ფორმაშია და წესით ძირითადში უნდა იწყებდეს, მაშინ როცა ლედესმა ესე სცოდავს პასებში მატუსნაირი ფეხბურთელი ძალიან გვჭირდება....
ერნანესი იყო ფანტასტიური განსაკუთრებით პირველ ტაიმში, აშკარად იბრუნებს ფორმას და ჩემი აზრით სწორედ მისი ფორმაში ყოფნა განსაზღვრავს როგორ ფორმაშია ლაციო, ეს კი ძაან მნიშვნელოვანია რომაული დერბის წინ.
დაცვაში ძაან დიდი ბარდაგი გვაქვს, მარცხენა ფლანგი პრადახნოი დვორია, კონკო ასე თუ ისე ნორმალურად თამაშობს, მოედნის ცენტრშიც ძალიან გვიჭირს, იქნებ მალე დაბრუნდეს ბიავა.
დაცვაში თუ დავლაგდით და პლიუს 5 ნახევარმცველით ვითამაშეთ ჩემი აზრით კარგად წაგვივა საქმე...
პრინციპში რისიც ძაან მეშინოდა ის არ გამართლდა, ლიხტს ასე თუ ისე ნორმალურად ცვლის კონკო, მუსლერა მარკეტიმ მშვენივრად შეცვალა ჯერ ჯერობით, უფრო დამაჯერებელი იყო დღეს ვიდრე ჩემი აზრით მუსლერა იქნებოდა.
ბიავა თუ მალე დაგვიბრუნდა და დარუმ ფორმა აღიდგინა წესით უნდა დალაგდეს თამაში, მაგრამ სარატე ვეღარ დაგვუბრუნდება, არადა გვჭირდება ძალიან