r-evolution:ვიცოდი ვიღაც ჩვენიანი რო იყო
დღეს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი, ლილი ცდილობდა ჩუ იან პარკის არსენალში გადასვლაზე ხელი შეეშალა.
სამხრეთ კორეის ნაკრების კაპიტანი არსენალში 3 მლნ-ის სანაცვლოდ გადმოვიდა ფრანგული მონაკოდან, თუმცა მანამდე იგი ძალიან ახლოს იყო ლილში გადასვლასთან. მას საფრანგეთის ჩემპიონ კლუბში პირველი სამედიცინო შემოწმებაც კი ჰქონდა გავლილი და უკვე ლილის სასტუმროში იმყოფებოდა, როდესაც არსენ ვენგერმა დაურეკა, რომლის შემდეგაც პარკმა დატოვა სასტუმრო და ლონდონში გასამგზავრებლად წავიდა.
ლილის გენერალურმა დირექტორმა, მიშელ სოდოქსმა მაშინვე შეიტყო ამ ამბის შესახებ და თითოეულ სადგურსა და აეროპორტში გაგზავნა ხალხი, რათა პარკის ლონდონში გამგზავრებისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა მათ დაიგვიანეს. ასევე არ არის ცნობილი, თუ რომელი აეროპორტით ისარგებლა ჩუ იან პარკმა. ამ ტრანსფერმა ლილსა და არსენალს შორის უთანხმოება ჩამოაგდო, რომლის შედეგადაც ლილი აპირებს გააუქმოს არსენალთან გასამართი ამხანაგური მატჩი, რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი ლილის ახალი სტადიონის, მეტროპოლის გახსნასთან დაკავშირებით.
თუ ამ ორ გუნდს შორის ურთიერთობა არ გამოსწორდება, შესაძლოა არსენალს შემდეგ სატრანსფერო ბაზარზე ედენ აზარის შეძენასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას, რომელიც სწორედ ლილში თამაშობს. © GeoArsenal
დაგვენძრა აზარს აღარ მოგვცემენ
This post has been edited by Price on 2 Sep 2011, 17:44