მოდი მინუსებს ვიტყვი რასაც ვხედავ და მწვრთნელი ჩემის აზრით უფრო მეტს დაინახავს...
შესნი_ახალი აღმოჩენაა და მართლა შვებაა არსენალისთვის, ალმუნიას მერე განსაკუთრებით
სანია_საკმაოდ სტაბილურია დაცვაში მაგრამ როცა გუნდი 4-3-3-ს თამაშობს მეტი მოეთხოვება შეტევისას...
მერტესაკერი_დონით არსენალის მცველებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა, წესით გუნდსაც უნდა შეეწყოს მინუსი ჯერ მარტო სიახლეა მეტი არაფერი
ვერმალენი_აი მართლა მაგრად მომწონს ეგ კაცი მაგრამ რად გინდა, უნდა ილოცოთ რომ 10 ტამაში ჩაატაროს სეზონში, სედეგი ფორმიდან ამოვარდნა
გიბსი_ნუ აქ კომენტარი არცაა საჭირო... გიბსობა ეყოფა ამას...
სონგი_ნახევარდაცვაში ერთ-ერთი ყველაზე სანდო. აუგს ამაზე არ ვიტყვი, არც მაქვს სურვილი

უილშერი_ამ ბიჭს ზედმეტად ტვირთავს ვენგერი და არ გადაწვას დროზე ადრე... ძალიან მაგარია მაგრამ ასაკი არ ძლევს იმის საშუალებას რომ თამაშის ბედი გადაწყვიტოს
არტეტა_აი არ იყო რა ეს კაცი საყიდელი. ამის დონის როსიცკიც კი გყავთ რა... ერთი აქვს დადებითი რომ ახალი სისხლია და ახალი მოტივაცია.. ვნახოთ... თან ერთი პლიუსი აქვს ესპანელია...
უოლკოტი_სწორხაზოვანია ისარივით, აი რომ ვუყურებ ფორესტ გამპი მახსენდება, გაიქეცი ფორესტ გაიქეციო და რომ აგრძელებს და სტადიონს რომ ცდება

სისწრაფეს მშვენივრად იყენებს მაგრამ თუ წინ არ ღებულობს ბურთს ანდა ნორმალური მცველი თუ ყავს მიჩენილი ჩაკუკულია....
ჟერვინიო_კარგი ტექნიკა აქვს, მაგრამ ძალიან ნელა აზროვნებს და მოედნის ხედვა არ უვარგა... რომ მოატყუებს კაცს და ფლანგზეა, აღარ იცის რა გააკეთოს.. ისე აცეცებს თვალებს მეცოდება... მაგრამ ძაან დიდი პლიუსი აქვს, მუშაა
ვან პერსი_ ხომ მაგარია მაგრამ მაინც ბროლისაა ეს კაცი

ისე ამ ტრავმებს ისე მიეჩვია უკვე რომ დიდი ხნის გაცდენისასაც კი ფორმიდან არ ვარდება.. უბრალოდ ეგ რომ არ იყოს მერე ცენტრში უნდა იყოს ცელოფანი...
This post has been edited by diazi on 1 Sep 2011, 03:54