ეს დაიწერა რამდენიმე დღის წინ და ალბათ სიმართლეა
კიდევ ხუთი დღე და ალვარო მორატა გუნდის მესამე ფორვარდი გახდება...
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ხუთი დღე რჩება და "რეალმა" ისევ ვერ გადაიბირა ფორვარდი. ემანუელ ადებაიორი ამ სეზონს "ტოტენჰემში" გაატარებს. ამიტომ, ჩნდება ერთი კითხვა: გამოუცხადებს ნდობას "სამეფო კლუბი" მორატას და გადაიყვანს პირველ გუნდში?
ჟოზე მოურინიოს დიდებული შანსი აქვს დაამტკიცოს, რომ მთლიანად ენდობა მორატას. ადრე ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კასტილიელი" პირველი გუნდის მესამე ფორვარდი გახდებოდა და სწორედ "ბლანკოსის" მთავარ მწვრთნელს შეუძლია ეს ინფორმაცია რეალობად აქციოს.
გასულ სეზონში პორტუგალიელმა სპეციალისტმა ბევრ კანტერანოს მისცა თამაშის შანსი, მაგრამ რამდენიმე წუთით და ისიც უმნიშვნელო მატჩებში. მორატა ალბათ პირველი კანტერანო იქნება, რომელიც მოურინიოს დროს გადავა პირველ გუნდში.
რადგანაც ადებაიორი "ტოტენჰემში" გადაბარგდა, კლუბი ალბათ აღარ იზრუნებს სხვა ფორვარდის დამატებაზე. ამჟამად, ერთადერთი და ყველაზე რეალური კანდიდატი პირველ გუნდში გადასვლისა მორატაა. ხუთი დღე დარჩა და პასუხსაც გავიგებთ.
http://madridista.ge/news/5394-bbbbbbb-bbb...-bbbbyebbb.html