რუნის ორი გოლი აკლია და ინგლისის ნაკრების ყველა დროის 10 საუკეთესო ბომბარდირთა შორის შევა
ეს კი სხვა ფაქტები დღევანდელ მატჩზე.
პრევიუ: ბულგარეთი VS ინგლისი
England Football Team
ბულგარეთი - ინგლისი
ევრო 2012 საკვალიფიკაციო მატჩი
შემადგენლობები:
ბულგარეთი: Mihaylov; Bandalovski, Bodurov, Ivanov, Zanev; S Petrov; Georgiev, Marquinhos, Manolev, M Petrov; Popov.
ინგლისი: Hart; Smalling, Terry, Lescott, Cole; Lampard, Parker; Johnson, Rooney, Young; Bent.
1) ინგლისმა უკანასკნელი 2 მატჩი ფრედ ითამაშა. განასთან 1:1 და შვეიცარიასთან 2:2.
2) ბულგარეთმა პირველი მატჩი უემბლიზე 4:0 წააგო.
3) "ასტონვილას" და ამავდროულად ბულგარეთს ნაკრების კაპიტანს პეტროვს ნაკრებში 101 მატჩი აქვს ჩატარებული. დღეს იგი ეროვნულ ნაკრებში მატჩების რაოდენობით ლეგენდარულ მეკარეს ბორის მიხაელოვს გაუტოლდება.
4) ვეინ რუნის 2 გოლის გატანა აკლია იმისთვის, რომ ინგლისის 10 საუკეთესო გოლეადორს შორის მოექცეს.
5) G-ჯგუფში 11 ქულით ინგლისი და მონტენეგრო ლიდერობენ. ბულგარეთის ნაკრები 5 ქულით 4-ე ადგილზეა.
6) ინგლისის ნაკრებში ტრამვირებული მხოლოდ გლენ ჯონსონია.