ჩემპიონთა ლიგის პირველი დღის საუკეთესო შედეგი. მოვიგეთ თამაში, რომლის მოგებაც გვინდოდა.
ტორესი: რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამჟამად მისი შესაძლებლობები. მართალია მაღალი კლასის თავდამსხმელი იყო რაც დაამტკიცა კიდეც განვლილ წლებში პრემიერ ლიგაში თამაშით, მაგრამ ამჟამად თამამად შეგვიძლია ჩელსის გოლების სიმცირე ტორესს დავაბრალოთ. ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა, თუმცა შეეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება თუ ოდნავ იღბალიც დაეხმარებოდა. მაგრამ 2 საგოლე პასი გააკეთა, განსაკუთრებით მეორე მომენტი მომეწონა, შეეძლო დაერტყა მაგრამ მატას გადააწოდა ბურტი, რომელმაც გაიტანა. ტორესის ადგილზე, რომ მალუდა ყოფილიყო და ტორესი მატას ადგილზე, 100% მალუდა 10-დან 10-ს კარში დაარტყავდა, მაგრამ უგოლო და კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა ტორესმა პასი გააკეთა რაც დასაფასებელია.
მატა: ჩელსიში ჩატარებული პირველი მატჩიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო მომწონს მატა.მანამდეც გამაჩნდა სიმპათიები მის მიმართ ვალენსიაში ყოფნის დროს, მაგრამ სიმართლე, რომ ვთქვა ხშირად ვერ ვუყურებდი მის თამაშს. გუნდის საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა! მე პირადად ძაან დიდ სიამოვნებას ვღებულობ მის თამაშს, რომ ვუყურებ. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მარტო ამ კაცმა უკეთესად შეძლო ტორესის გამოძებნა და თამაშში ჩართვა ვიდრე მთელმა ჩელსიმ შეძლო გასულ რამდენიმე თვეში. ყველაზე მაგარი ტრანსფერი რაც კი გავაკეთეთ მატას დამატება იყო.
ბოსინგვა: ვერსია 2. სრულად გარდაქმნა ვილაშ-ბოაშმა. რაღაც ახალი ხდება მის თავს.უფრო სასარგებლოა, უფრო დაჭკვიანებული და რაღა თქმა უნდა უფრო პროდუქტიული ვიდრე ადრე იყო. დაე ასე გააგრძელოს!
მალუდა: ვერსია 2? გუშინდელ თამაშში სრულიად განსხვავებული იყო.არ იყო ისეთი გულღრძო, ეგოისტი, როგორიც წინა თამაშებში და როგორიც არის ხოლმე საერთოდ.მომენტებს ეძებდა, რომ თავის გუნდელებს დახმარებოდა, უფრო ხშირად ერთვებოდა გუნდურ თამაშში, სასწაულიც მოხდა და ტორესსაც კი აძლევდა (ხანდახან) პასს

. ეს შეიძლება იმით არის განპირობებული, რომ მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე იყო და არა თავდამსხმელის, არ ვიცი არ ვიცი. ან შეიძლება ბოაშმა გადმოაფრქვია თავისი ჯადოქრობა მალუდაზე.მე მალუდა v2 უფრო მომეწონა.
მიკელი: თავისი საქმე სრულყოფილად შეასრულა.ჩაშალა შეტევები, ფეხებში ვარდნები არაუჩვეულებრივად გამოსდიოდა. ბურთს აკონტროლებდა ცენტრში.იმედია თავის პოტენციალს გამოავლენს ვილაშ-ბოაშის ხელში.
დევიდ ლუიზის დრიბლინგი:

აი რატომ გჭირდება ბრაზილიელი მცველი გუნდში!
ლევერკუზენი: მშვენიერი თამაში დაგვიპირისპირეს, გახსნილი, ლამაზი და სასიამოვნო.თითქმის ბოლო წუთამდე იბრძოდნენ. წარმატებები ჯგუფურ ეტაპზე.
მიხაელ ბალაკი: მაგარი სანახაობა იყო ფრიცი კაპიტნის სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნება.ყოველთვის დარჩება ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. საუცხოო იყო ჩელსიში. გუნდის კაცი იყო, შეეძლო სხვადასხვა პოზიციებზე თამაში, წმინდა გერმანული შემართება უუუხ

იოვრებოს რომ გამოეკიდა ლამის რო ჩაწიხლა.ჰე ჰე
თამაშამდე ჩელსიმ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და კარგი წვეულება მოუწყეს ბრიჯზეც. შეცვლისასაც ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციებით გააცილეს.კიდევ იმით ვეცით პატივი, რომ გოლი გავიტანეთ მისი შეცვლის შემდეგ. :დ
აბა ბალაკ წარმატებები და მე ლევერკუზენს ვუგულშემატკივრებ.
ნეგატივები:
დაცვა - მერყეობა დაცვაში კვლავ გრძელდება.ასეთი დაცვით მანჩესტერი უბრალოდ დაგვსჯის. რაღაც შეიცვალა, ისეთი კლდესავით მყარი აღარ არის, როგორიც იყო ადრე.პირადად ჩემი ნდობა დავვის მიმართ ერთი საფეხურით დაბლა დაეშვა.
ლაინ-აპის არჩევას რაც შეეხება, ბოაშმა დაასვენა ტერი, ლამპარდი და ანელკა. ათამაშა ტორესი 90 წუთი. ვფიქრობ, რომ ანელკას ძირითადი აქვს განზრახული მანჩესტერთან რაც ცოტა არ იყოს და ცუდი იდეაა.მანჩესტერს ისეთ ტემპში უნდა ვეთამაშოთ, როგორც წუხელ ლევერკუზენს, მაგრამ რამდენად მოგვცემს ამის საშუალებას არ ვიცი.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კარგი ნიშანია როცა გიჭირს ერთი კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება. თავისუფლად შეიძლება დასახელდეს - მალუდა, ლუიზი, სტარიჯი, მატა და თუნდაც ტორესი. ჩემი ხმა მატას, უდავოდ დომინირებდა და გამორჩეული იყო. ახალი ელფერი შემატა მატამ გუნდს

და ბოლოს, მშვენიერი შედეგი. მშვენიერი სტარტი ჩემპიონთა ლიგაზე. ოლდ ტრაფორდამდე 4 სრული დღე გვაქვს.მაქსიმალურად უნდა მობილიზდნენ და გადაეწყონ მანჩესტერისთვის.