არადა სწორია რას ერჩი
2 ფრის შემთხვევაში გუნდი კარგავს 4 ქულას
წაგების შემთხვეაში მხოლოდ სამს
მაგრამ თუ დაიჭყანები და იმას არ შეიჩნევ რომ ერთი ფრე ლიგაზე იყო და მეორე პრიმერაში მაშინ ხალხი სიბრძნის ფრქვევისათვის წყალზე მოსიარულეს გიწოდებს

ისე მაურინიოს ემართება მე მგონი კარგი მწვრთნელისთვის ძალიან საშიში დაავადება ვან გალიზმი.
დამახასიათებელი ნიშანი:
წარმატების მიღწევის შემდეგ გავიწყდება რომ ფეხბურთი ასე თუ ისე მაინც მარტივი თამაშია და არა ჭადრაკი.
ამიტომ არ არის ველოსიპედის თავიდან გამოგონება საჭირო.
დაუწესებიათ თავის დროზე ბრძენ ხალხს რომ მოედანზე უნდა იყოს ერთი მარცხენა მცველი.
როცა ეს მცველი მარსელოა არ არის აუცილებელი კოენტრაოს სასტავში ჩაჩრა და ამის გამო მთელი სათამაშო სქემის შეცვლა.
უნდა აირჩიო ან მარსელო ათაშო ან კოენტრაო.
ამას მარსელოც არ ეთმობა იმიტომ რომ ლევანტეს ნაირ გუინდებთან სარგებელი მოაქვს როგორც წესი.
მაგრამ კონეტრაოს სკამზე დასმაც არ უნდა. იმიტომ რომ მისი მოყვანილია, ძვირი გადაიხადეს და პორტუგალიელია.
ამიტომ ზედმეტად ტვირთავს მარცხენას ფლანგს ორივეს მოედანზე დაყენებით.
ბრძოლის ტაქტიკაში კიდე ნათლად არის ნათქვამი. ძალიან ბევრი ჯარისკაცი ვიწრო ფართობზე წამგებიანია ყოველთვის.
ფლანგი ვიწრო ფართობია, ეტენება ყველა იქით თავის მხრივ გადაყავთ მცველებიც და იქმნება ისეთი სივიწროვე ხავი და ინისტაც კი დაიბნევიან.
არ ამართლებს მსგავსი რამე
მაიკონი ალვეშის მაგალითი გაიხსენეთ მუნდიალზე
მე ესე ვიცი რომ თუ გინდა გუნდის დაცვა დაატრიალო ნახევარდაცვაში ისეთი მოთამაშები უნდა დააყენო რომლებიც მთელ მოედანზე თავისუფლად გადაადგილდებიან და ეს საშუალებას მოგცემს ერთ ფლანგზე სივრცე გაიხსნას სადაც მერე ან მარსელო ან კონეტრაო შეჯლიგინდება.
ნახევარდაცვაში ჩაწეული მარსელო ან კოენტრაო საწინააღმდეგო ფლანგისკენ რომ იწყებენ მოძრაობას ისე უჩვეულოდ გრძნობენ თავს გეგონება მთვარეზე თამაშობდნენ ფეხბურთს.
ამიტომ ვერც მოწინააღმდეგის დაცვა ტრიალდება და თან სივიწროვე იქმნება რაც არის კიდე მთავარი დამცველი გუნდისათვის.
ამ დროს ერთადერთი გამოსავალია
უზუსტესი პასით თამაშის სწრაფი გადატანა საწინააღმდეგო ფლანგზე, ან ინდივიდუალურად ამ სივიწროვეში უნდა ქნა რაღაც სასწაული.
ამას კიდე უდიდესი საშემსრულებლო ოსტატობა ჭირდება და ყოველთვის ვერ შეასრულებ.
შედეგი იქნება ის რომ ყოველთვის გექნება ლევანტეს ნაირი ჩავარდნები.