
დასტვენიდან ტაშის დაკვრამდე 10 მიზეზი.
კრისტიანო რონალდო.
1.ნარცისისტი (თავისთავზე შეყვარებული)
იგი აღფრთოვანებულია თავისი თავით და სასირცხვილოს ვერ ხედავს იმაში,რომ თქვა: მე მდიდარი ვარ,ლამაზი ვარ და უძლიერესი ფეხბურთელი ვარ,ამიტომ შურთ ჩემი.
2.დამამცირებელი.
ბარსაში დარეგისტრირდა მისი უხეშობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 2008-09 წლებში მანჩესტერი-ბარსა. მაინც ისევ აგრძელებს.
3.უპატივცემულო
როცა ჯარიმას ნიშნავენ,კამერის წინ დადის,ჟესტიკულაციას აკეთებს,აპროტესტებს მსაჯთან,წუწუნებს მოწინააღმდეგეზე.
4.ყურადღების ცენტრში ყოფნის მოყვარული.
მისმა გუნდელებმაც კი იციან.წინა სეზონში ეუბნებოდა მათ: მე რომ არა,ბარსაზე 20 ქულით უკან იქნებოდით.
5.იდივიდუალისტი.
ეს არის დამახასიათებელი თვისება,რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს მას. თავის ხარისხს ხშირად იყენებს,მაგრამ გადამწყვეტი თამაშების დროს ისე ცუდად იყენებს,რომ ზიანი მოაქვს თავისი გუნდისთვის.
6.მოდელი.
არა მარტო შეცვალა ბექჰემი მანჩესტერში,არამედ შეცვალა მისი ადგილი "არმანი"-ში,სადაც რეკლამას უკეთებს შიდა საცვლებს.
7.ეგოისტი.
ასე უწოდა ჟურნალისტმა სარა კარბონერომ,რის შემდეგაც მისი შეყვარებული იკერ კასილასი იძულებული გახდა ეთქვა,რომ ეს მან კარგი გაგებით თქვა.
8.ამპარტავანი.
ნოემბრის კლასიკომდე განაცხადა,რომ ბარსა 8 გოლს ვერ გაუტანს,როგორც ალმერიას. მართალია,მარტო 5 გაუტანეს.
9.ეჭვიანი.
ვერ იტანს,რომ მესი ითვლება ნომერ 1-ად მსოფლიოში და თვლის, რომ მხოლოდ ფიფას გადაწყვეტილებით მიიღო ოქროს ბურთი.
10.საძულველი.
ბერნაბეუს გარდა ყველა სტადიონზე უსტვენენ მიუხედავად იმისა,რომ კარგი ფეხბურთელია. ეს მან დაიმსახურა ჩამოთვლილი 9 პუნქტიდან,რასაც გასცემ,იმას მიიღებ.
ლეო მესი.
1.თავმდაბალი.
წითლდება,როცა ეკითხებიან პირადულზე, ერთ ინტერვიუში თქვა,რომ ბარსაში ყველაზე ლამაზი პიკეა.
2.პატივისმცემელი.
მოწინააღმდეგის ერთადერთი "შეურაცხყოფა" არის მისი ფეხბურთი,არ ცდილობს დაამციროს ისინი,არ იყენებს არასახარბიელო ჟესტებს და არც სიტყვებს.
3.სპორტული.
როდესაც ჯარიმას იღებს,ცდილობს მალე განაგრძოს თამაში.
4.სოლიდარული.
წარმატებებს იგი არასდროს არ აბრალებს თავის თავს,ყოველთვის ამბობს,რომ რასაც აღწევს,მისი თანაგუნდელების დამსახურებით აღწევს.
5.გულუხვი.
პეპ გვარდიოლასთან მიხვდა,რომ გუნდური თამაში ხდის დიდ ფეხბურთელად ადამიანს,გასულ სეზონში მან არა მარტო გაიტანა 53 გოლი,არამედ გააკეთა 25 საგოლე პასი.
6.მოდელი.
იგი ასევე გადაიღეს სარეკლამო რგოლებში,მაგრამ განაცხადა,რომ პრიორიტეტული ფეხბურთია და არა ბიზნესი.
7.ალტრუისტი (უანგარო)
გუნდელები გამოარჩევენ მას როგორც ზემწოლ ძალას შეტევაში, ბარსას წარმატების ერთ-ერთი გასაღები.
8.გაწონასწორებული.
არც მსაჯის კრიტიკა,არც ამაო კომენტარები,არც პროვოკაციები მოწინააღმდეგესთან,იმდენად ფრთხილია,რომ მისი განცხადებები "მოსაწყენია"
9.მისთვის სულერთია (ეს სიტყვა ვერ გადავთარგმნე,დამავიწყდა ქართულად როგორ არის

:D)
მას მოსწონს ტიტულების მოგება,კოლექტიური და ინდივიდუალური,მაგრამ თასების გულისთვის მოწინააღმდეგეს არ თვლის როგორც პირად მტერს.
10.აღიარებული (აღმაფრთოვანებელი)
არა მართო კამპ ნოუზე უკრავენ მას ტაშს,არამედ სტადიონების უმრავლესობა სიყვარულით ეპყრობა,რადგან თავისი შესანიშნავი ფეხბურთის მიუხედავად არ არის ამპარტავანი.
©
http://www.mundodeportivo.com/20110916/fc-...4216862151.html
გარე კახეთი, შიდა კახეთი და ზემო მაჩხაანი არ ვიცი მე. ქიზიყი ქიზიყია © უჩინარი