გილოცავთ ყველკას ამ გამარჯვებას. მართლაც რო შესანიშნავი თამაში იყო, მარკიზიო უდაოდ მატჩის გმირი. ვიდალზე წერდით წინა გვერდებზე, ვერ ითამაშაო. როგორ ვერ ითამაშა, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და არ შეეძლო, უბრალოდ მიზანში ვერ გაარტყა. პირლო საერთოდ სხვა სფეროა. მცველებსაც საღოლ.
ყველაზე დიდი საღოლ კონტეს, მართლაც რომ ყველაფერს დებს თამაშებში, მთელი სულით და გულით. იმ კომბინაციამ გამახსენა კონტეს გოლი მანჩესტერის კარში 99-ში, კი სხვადასხვა სუტუაცია იყო, მაგრამ უცებ ეგ მომივიდა თავში. აშკარად ეტყობა იუვეს ყოფილი კაპიტანის ხელი, უფრო შემტევ თამაშებს ვთამაშობთ და შედეგიც დევს ჯერჯერობით. ესე გააგრძელეთ ბიჭეობო, და მოუმატეთ და მოუმატეთ მტრების გულის გასახეთქად
ანტონიოს რო უყურებ ის ძველი იუვე მახსენდება, ზიდანი, დავიდსი, დეშამი, დილივო და ა.შ. რო იყვენენ და კონტე (კაპიტანი) რო მიუძღვოდა გუნდს, მაშინ ჯერ ალე არ იყო კაპიტანი. აი ეგეთ სულისკვეთებას ვხედავ დღევანდელ იუვეში და ეგ მიხარი ყველაზე მეტად.
ეხლა მთავარია ვიფიქროთ მომავალ თამაშებზე, სუსტ გუნდებთან ქულები არ უნდა დავკარგოთ და ყველაზე მეტად უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რა დაუპირისპიროთ ნაპოლის, მარა მაინც მგონია რომ მიუხედავად ყველაფრისა, ნაპოლი ჯერ მაინც ვერაა იუვეს დონეზე
და ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ ჩვენი დღევანდელი მწვრთნელის კარიერაში გატანილი ულამაზესი და საჭირო გოლები
This post has been edited by MuFaS on 3 Oct 2011, 15:31