მანჩინი: “მიუნხენში მოვიგებთ”
“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი პირობას დებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, მისი გუნდი მიუნხენის “ბაიერნს” მისსავე მოედანზე დაამარცხებს. აღნიშნული განცხადება იტალიელმა სპეციალისტმა “ნაპოლისთან” 1:1 ნათამაშები შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ნაპოლისთან” ჩემს ყველა ფეხბურთელს მოგება სურდა. შესაძლოა, ბიჭები ცოტას ნერვიულობდნენ, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია.
ჩატარებული პირველი ტაიმი ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, ანგარიში შესვენებამდე უნდა გაგვეხსნა. მე-2 ნახევარში, ფეხბურთელები მხოლოდ შეტევაზე ფიქრობდნენ და მეტოქეს კონტრშეტევების შანსს უტოვებდნენ.
შემიძლია გულშემატკივრები დავარწმუნო, რომ მიუნხენში გასამართ შეხვედრას მოვიგებთ” – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Sports-ი.
პ.ს.
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები