sparrowკარგი დავწერ მოკლედ

მოკლედ მთავარი დანიშნულება ფეხბურთისა არისო ბურთის მიტანა A წერტილიდან B წერტილამდეო.
რადგანაც არ არსებობს ადამიანი რომელიც ბურთით უფრო სწრაფად გაიქცევა ამ A-დან B-მდე ვიდრე თვითონ დარტყმული ბურთი ამიტომ მთავარი არის
1. კარგად გაიხსნას ფეხბურთელი
2. მას ბურთი კარგად მიაწოდო
ანუ ფეხბურთი შედგება პასებისგან და სხვა დამატებითი მოქმედებებისგან მაგრამ მას მიმართავ მარტო მაშინ როცა სხვა გზა არ გაქვს
ამიტომ არის ნახევარდაცვა გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი და ამავე ფილოსფიით ის აგებს ან იგებს თამაშს, როცა ევროპაში შორეულ 60-იანებში იმაზე დავობდნენ რა უფრო მნიშვნელოვანია დაცვა თუ თავდასხმა ამათ თქვეს თქვე გოიმებო არც ერთი არც მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მოედნის ცენტრში განლაგებული მოთამაშეები არიანო იმიტომ რომ პასებმა ამათ კისერზე უნდა გაიაროსო და გაზარდეს კიდეც მათი რიცხვი 4-2-2-2 სისიტემით რომელსაც მაშინ 4-2-4 ეძახდნენ. დუბ-ვეს დროს მოედნის ცემტრში იდგა ორი ნახევარმცველი რომელსაც ზოგჯერ თავდასხმელები ეხმარებოდნენ. მცველები წინ ვერ მიდიოდნენ იმიტომ რომ სულ 3 იყვნენ. ამათ მთლიანად ფლანგები ჩააბარეს მცველებს იღონდ მათი რიცხვი 3-იდან 4 მდე გაზარდეს.
გაიზარდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელების რიცხვი, უფრო მეტმა ფეხბურთელმა უფრო კარგათ გააკონტროლა ბურთი და რა მოყვა ამას კი იცის აქ ყველამ.
პასის გადაწოდების ტექნიკა კიდე ცალკე თემაა.
უბრალოდ ბურთს ფეხი დაკრა და მიმართულება მისცე არ არის საკმარისი.
ისე უნდა გადააწოდო რომ მეტოქეს ეგონოს ჩაჭრის, ამავე დროს ვერ ჩაჭრას და მიმღებმა მიიღოს იოლად და დამუშავება თითქმის არ უნდა დაჭირდეს.
ეს არ არის მთლად ფანტასტიკის სფერო უბრალოდ ე.წ. მხოლოდ ბაჩოკით ბურთის გადაწოდება რაც ჩვენ ბავშვობაში გვასწავლეს საკმარისი არ არის. ამას მიაღწევ თუ ტერფის გარეთა მხრით იძლევი პასებს.
ტიაგოს გუშინდელი პასი გაიხსენეთ

თუ მაღალ და გრძელ პასს იძლევი მაშინ ტერფის შიდა მხრის გარეთა ნაწილი უნდა დაკრა ბურთს და ა. შ.
მოკლედ რამდენიმე ტექნიკური ხერხია რომელიც ისწავლება.
მოკლედ ნამდვილი ჟოგადორი (ყველა ბრაზილელი ესეთი არ არის რა თქმა უნდა) ამ ტექნიკას უნდა ფლობდეს.
ხოდა მთავარი რა არის აქ.
ყველას ურჩევენ რომ თუ კარში დარტყმა გინდა ნასოკი არასდროს არ უნდა იხმარო.
უნდა დაარტყა ბაჩოკით, ტერფის გარე მხრით ან კიდევ ტერფის შიდა მხრის ზემო ნაწილით.
ანუ იმავე ტექნიკით ზუსტად როგორც პასს აძლევ.
ცალკე ტექნიკა დარტმისთვის და ცალკე პასისთვის არ არსებობს. უბრალოდ დარტმის დროს ფეხს უფრო ძლიერად იქნევ.
რამდენიმე გაკვეთილიც კი მაქვს მოსმენილი იუთუბზე სადაც ასწავლიან კარში დარტყმას.
და მწვრთნელი ეუბნება წარმოიდგინე კარში შენი გუნდელი დგას და პასი უნდა მიაწოდოო

, ოღონდ იმას ბურთის მიღებისას პრობლემა არ აქვს და რაც შეგიძლია მაგრათ დაარტყი რომ მეკარემ არ ჩაჭრასო.
ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბრაზილელები ნა ურაზე არ ურტყავენ.
ისევე როგორც არც ყველა იქური აწვება ჟოგა ბონიტოს დიდი ქვეყანაა და ფეხბურთელიც და გემოვნებაც მრავალნაირია.
მაგრამ პასზე რო დგას მთელი იქაური ფეხბურთი ფაქტია.
ამიტომ არის ზიზინიო ლეგენდარული ფეხბურთელი რომელიც დიმას მაზინიოში ეშლება

და ამიტომ იყო ლეგენდარულ 58, 62 წლებში კაპიტანი დიდი.
ხავის წინამორბედები არიან ეგენი

ჩემთვის პირადად ბრაზილია ზუსტ და ორიგინალურ პასებთან უფრო ასოცირდება ვიდრე პარადელასთან ან ხმელ ფოთოლთან.
ვიღაც თუ კარგათ დააკვირდება და შაბლონებს პაპუასებზე და ძუძეზე კენწვლებზე თავიდან ამოიგდებს მე მგონი ისაც იგივეს აღმოაჩენს.