გილოცავთ.
ასე კაი ხანი არავის დაბრუნება არ გამხარებია რობსონას დაბრუნება რომ გამიხარდა. ძაან ვიძველეთ დღეს, დედის #####ი გადავაცვით.
კასანოს რაც შეეხება, ძაან გაუჭირდება სასტავში დარჩენა ბოატენგის დაბრუნების შემდეგ, პატო რომ ათამაშდება მერე ხო საერთოდ. ნუ მომენტებში უძლიერესია და ისეთ პასებს გაჩითავს დაგაYლევებს, მაგრამ ძაან ბევრჯერ გარკავს ბურთს და გადამწყვეტ მომენტებში 0-ია.
იბრა მართლა მსოფლიოში საუკეთესო იქნებოდა, ხასიათზე მოთამაშე კაცი რომ არ იყოს. როგორც მარტივად შეუძლია გაგაოცოს. ან ის ჯარიმა რა საკაიფოდ დაარტყა, ან მცველებს როგორ მარტივად ატყუებდა.
როგორც იქნა ბომელს ნორმალური თამაშიც ვნახე, პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან. კარგად აგორებდა, შლიდა შეტევას, საჭიროების შემთხვევაში აწყნარებდა და ა.შ.
იგივე შეიძლება ითქვას აკვილანზე, დღეს ესეც კარგი იყო...
ჩემს ბიჭს როგორ ეტყობა რომ ძაან მაგარი გაიზრდება რა. როგორი დაარტყა იქ და რა ბურთი აუღო ცორვასმა. დაუფიქრებლად, ცივ გონებაზე, აცადა დავარდნა და ეგრევე ატაკა.
ერთადერთი ნეგატიური სილვას ტრავმა არის. იმედია სერიოზული არაფერია და მომდევნო ტურში ჯანზე იქნება.
პ.ს. აბიატი საღოლ.