იუბილე არასაიუბილეო განწყობით
125 წელის საკმაოდ დიდი დროა, არსენალი თითქმის ყველა ევროპულ გრანდზე ხანდაზმულია, მაგრამ თითქმის ყველზე ევროპულ გრანდზე ღარიბი ტიტულებით.
ყველაზე დიდ წარმატებას 120 წლის რომ გავხდით მაშინ მივაღწიეთ, გავედით რა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შემდეგ თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი დაიწყო, ამიტომ 2007ის, 2008ისა, და 2009 წლებსი სეზონების წარუმატებლობა ასე თუ ისე გასაგები იყო. სამი წლის წინ გვეგონა, რომ 2011დან მოყოლებული ჩვენი ზეობის ხანა დაიწყებოდა.
მაგრამ არა! წარუმატებლობამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, კლუბი არაბების ნაყიდი მანჩესტერ სიტის დონორი გახდა, 4 წამყვანი ფეხბურთელი მათ მივყიდეთ და უდავო ლიდერზეც გაჩნდა ჭორები (კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს). აქეთ კატალონიურმა ბარსელონამ გაგვიშრო სისხლი, ლიგის ფინალი, მეოთხედფინალი, მერვედფინალი მატი გამარჯვებით დამთავრდა. უდიდესი კაპიტანი ტიერი ანრი და ბოლო კაპიტანი ფაბრეგასი მათ წაგვგვარეს, ხოლო პერსპექტიული გლების ტალანტი უბრალოდ - მოკლეს!
2011 გვეგონა საუკეთესო იქნებოდა, კარეს თუ არა დუპლეტს მაინც გავაკეთებდით. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პრიორიტეტები ვერ განვსაზღვრეთ და პირშიჩალაგამოვლებულები დავრჩით. ჩალაც სანატრელი გახდა და ბოლოს ანრის ემირეითსის თასიც გავატანეთ.
2011 წლის ზაფხულში წინა სეზონის ორი ლიდერიდან ერთ-ერთი ზემონახსენებ უშუალო კონკურენტ მივყიდეთ და მეორე "სახლში" დავაბრუნეთ. მათ ნაცვლად ისევ მომავალზე გათვლილი კადრები ვიყიდეთ და ასე შევხვდით ბოლო წლების ყველაზე პესიმისტურ სეზონს... 7 ტურის მერე 7 ქულით მე-15 ადგილზე ვართ.
125 წლის თავი არსენალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იქნება (ვგულისხმობ იმას, რომ იმედი სხვა რამის გვქონდა და აგრერიგად გაგვიცრუვდა). დაველოდოთ 2012 წელს, მანამდე როგორმე ვითამაშოთ, ლიდერებს ძალაინ არ ჩამოვრჩეთ და ლიგის ჯგუფში ზედიზედ მეორედ მეორე ადგილი არ დავიკავოთ. მერე ალბათ ახალი წლიდან ვინმეს მოვიყვანთ და გამოსწორდება სიტუაცია, თუ არადა 126-ე წლის თავიც ცუდად დაგვამახსოვრდება
მიმაგრებული სურათი