ხავიერ ძანეტიხავიერ ადელმარ ძანეტი (დაიბადებული 1973 წლის 10 აგვისტოს სუდის დოკში, ბუენოს აირესის პროვინციაში) გახლავთ არგენტინელი ფეხბურთელი რომელიც თამაშობს სერია ა-ს კლუბ ინტერნაციონალეში. ძანეტი გამოდის ინტერის რიგებში 1995 წლიდან, ხოლო კაპიტანის სამკლავური მოირგო 1999 წლის 29 აგვისტოს.
ცნობილი თავისი უნივერსალურობით, მას აქვს დიდი გამოცდილება ორივე ფლანგზე თამაშის, როგორც მცველის ასევე ნახევარმცველის. ის თავისუფლად ჯდება ნახევარდაცვის რამოდენიმე პოზიციაში განსაკუთრებით დაცვით ნახევარდაცვაში და ცენტრალურ ნახევარდაცვაში.
საერთაშორისო დონეზე ის გახლავთ რეკორდსმენი რომელსაც აქვს ყველაზე მეტი მატჩი ჩატარებული არგენტინის მაისურით. მან ითამაშა 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე და ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 1998 და 2002 წლებში.
ცნობილი როგორც "პუპი" არგენტინაში მან მიიღო ზედმეტსახელი "Il Trattore" (ტრაქტორი), იტალიაში გადასვლისას მან მალე მოიპოვა პოპულალურობა თავისი მტკიცე ხასიათით, ძალით და გამძლეობით.
ძანეტიმ შეწყვიტა თავისი 4 წლიანი უგოლობის სერია როდესაც მან გაიტანა 2006 წლის 5 ნოემბერს. არგენტინის ნაკრებში ის თამაშობს მარჯვენა მცველის პოზიციაზე სადაც ძალიან ხშირად უწევს თავდასხმაში ჩართვა.
"პუპიმ" მოიგო 5 სერია ა ინტერთან ერთად რის შედეგადაც მიიღო ზედმეტსახელი "Il Capitano" (კაპიტანი).
ძანეტიმ მოხსნა ყველანაირი რეკორდი როგორც არაიტალიელმა რომელმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა იტალიურ კლუბთან ერთად, 757 ოფიციალური მატჩით ის იმყოფება სიის სათავეში.
ძანეტი რომელიც გეგმავს კარიერის ინტერში დასრულებას და შემდგომ გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით, რომელიც ხელმძღვანელობს ფონდს და იცავს არგენტინელი ბავშვების ინტერესს მათი არშემდგარი ოჯახებისგან. ის იყო დასახელებული როგორც ელჩი "SOS Children's Villages" პროექტში არგენტინაში ფიფას მიერ. ძანეტი ასევე გახლავთ გლაბალური ელჩი სპეციალური ოლიმპიადის.
2010 წლის 22 მაისს ჩემპიონთა ლიგის გამართული საფინალო მატჩი ინტერსა და ბაიერნს შორის აღმოჩნდა ძანეტისთვის მე-700 და ამ თამაშში მიღწეული წარმატებით მან ეს დღე აღნიშნა როგორც ისტორიული, რომელშიც მისმა გუნდმა მოიგო ტრიპლეტი. მან ასევე გაიტანა 2010 წლის 20 ოქტომბერს გოლი ტოტენჰემის წინააღმდეგ, რომელითაც მოხსნა რეკორდი როგორც ყველაზე ხნიერი მოთამაშის მიერ გატანილი გოლი, ის გახლდათ 37 წლის და 71 დღის, ეს რეკორდი მის მერე მოხსნეს ორმა ფეხბურთელმა ფილიპე ინძაგიმ და რაიან გიგზმა.
ადრეული ასაკიხავიერ ძანეტი დაიბადა ბუენოს აირესში და გაიზარდა სუდის დოკის რაიონში. ის სწავლობდა და ამავდროს მუშოაბდა მამამისთან ერთად რძის დისტრიბუციაში და ასევე მუშაობდა თავისი ბიძაშვილის მაღაზიაში, ისე რომ არ ივიწყებდა მის მონდომებას და სულსწრაფვას ფეხბურთის მიმართ
საკლუბო კარიერატალერესიმას შემდეგ რაც ის იუარეს არგენტინის კლუბ ინდეპენდენტში, მან მოაწერა ხელი Talleres de Remedios de Escalada-თან იმ დროისთვის მეორე დივიზიონის გუნდთან, მაგრამ 1993 წელს გადავიდა პირველი დივიზიონის კლუბ ბენფილდში.
ბენფილდი20 წლის ძანეტის დებიუტი ბენფილდის მაისურით შედგა 1993 წელს 12 სექტემბერს რივერ პლეიტის წინააღმდეგ. თავისი პირველი გოლი მან გაიტანა 17 დღის შემდეგ ნევილს ოლდ ბოისის წინააღმდეგ რომელიც დასრულდა 1-1. მისმა მონდომებულმა თამაშმა და სანახაობამ მალე დაიმსახურა პოპულალურობა და ინტერესი ელ ტალადროს ფანებისგან, ასევე დაიმსახურა ნაკრებში გამოძახებაც. პირველი დივიზიონის გიგანტებმა რივერ პლეიტმა და ბოკა ხუნიორსმა მალევე გადაწყვიტეს ძანეტის დამატება, მაგრამ მანდ გადაწყვიტა რომ ერთი წელი კიდევ დარჩენილიყო კლუბში. 1995 წელს სებასტიან რამბერტთან ერთად ის გადავიდა იტალიაში, ინტერში რითაც გახდა იმ დროისათვის ინტერის ახალი პრეზიდენტის მასიმო მორატის პირველი შენაძენი.
ინტერიმისი დებიუტი შედგა 1995 წლის 27 აგვისტოს ვიჩენცას წინააღმდეგ მილანში, მას შემდეგ რაც ძანეტი ინტერის მაისურით ასპარეზობდა ინტერმა მოიგო 16 ტიტული ამათგან 15 მისი კაპიტანობის დროს. 1998 წელს უეფას ევროპა ლიგა რომელშიც მან გაიტანა მეორე გოლი, საჯარიმოს გარედან. 2005,2006 და 2010 იტალიის თასი, 2005, 2006, 2008 და 2010 იტალიის სუპერთასი, 2005–2006, 2006–2007, 2007–2008, 2008–2009 და 2009–2010 სკუდეტო, და 2009-10 ჩემპიონთა ლიგა.
2010 წელს ძანეტი გახდა ერთადერთი კაპიტანი იტალიური კლუბის რომელმაც მოიგო ტრიპლეტი: სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი.
ძანეტის თვისებებმა და ხასიათმა მოაპოვებინა დიდი პატივისცემა როგორც მოედანზე ასევე მის გარეთაც, ამიტომ მიიღო მან კაპიტანის სამკლავური. ის არის გუნდის ყველაზე სტაჟიანი მოთამაშე, ინტერის გულშემატკივრებისთვის ის არის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ვისაც კი ოდესმე ჩაუცვამს შავ-ლურჯი ფორმა.
მას შემდეგ რაც გუნდში გადმოვიდა მაიკონი 2006-2007 წლის სეზონის დასაწყისში, ძანეტი მარჯვენა მცველიდან გადავიდა ნახევარდაცვაში, მან დაასრულა 4 წლიანი უგოლობის სერია ასკოლისთან გოლით 2006 წლის 5 ნოემბერს, ბოლოს გატანილი ჰქონდა 2002 წლის 6 ნოემბერს ემპოლისთან გასვლითი მატჩის დროს.
2006 წლის 27 სექტემბერს მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ძანეტიმ ითამაშა თავისი მე-500 პროფესიონალური მატჩი, ხოლო ამავე წლის 22 ნოემბერს თავისი მე-100 მატჩი უეფას ეგიდით ლისაბონის სპორტინგის წინააღმდეგ.
ძანეტის არ მიუღია წითელი ბარათი 12 წელზე მეტია, ბოლოს მან მიიღო წითელი ბარათი 1999 წლის 17 თებერვალს, იტალიის თასის თამაშზე პარმას წინააღმდეგ. ეს იყო ერთადერთი წითელი ბარათი მისი კარიერის განმავლობაშიძანეტის ინტერული კარიერის განმავლობაში კლუბმა გამოიცვალა 16 მწვრთნელი, რომელიც მას ხდის ერთადერთ ფეხბურთელად რომელსაც ამდენ მწვრთნელთან უთამაშია. მისი მიმდინარე კონტრაქტი იწურება 2013 წლის ზაფხულში რომელიც მან გაახანგრძლივა 2010 წელს, (კაპიტანმა) შეჰფიცა ინტერს თავისი მომავალი სადაც ის გეგმავს ცხოვრების ბოლომდე დარჩენას და გუნდის ხელმძღვანელობაში მუშაობას. "ინტერი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს" თქვა ძანეტიმ.
"ეს იყო პირველი გუნდი რომელმაც გამიღო ევროპული ფეხბურთის კარი, მე ძალიან პატარა ვიყავი როდესაც აქ მოვედი, მე ვფიქრობ ბევრ კლუბს არ ექნებოდა ამხელა ნდობა და მოთმინება 20 წლის ბიჭუნას მიმართ, რაც ინტერმა გამოიჩინა ჩემდამი. მე ყოველთვის მადლობელი ვიქნები ინტერისთვის.
რაღაც მიზეზების გამო მე ყოველთვის ვგრძნობდი თავს სახლში ინტერში, აი ამიტომ არასოდეს მიფიქრია აქედან წასვლა."საერთაშორისო კარიერაძანეტის დებიუტი არგენტინის ნაკრებში შედგა 1994 წლის 16 ნოემბერს, ჩილენს ნაკრების წინააღმდეგ. მას შემდეგ ის წარმოადგენდა თავის ნაკრებს 1998 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, მან ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 1996 წლის ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრებთან ერთად.
ძანეტიმ აღნიშნა თავისი მე-100 მატჩი არგენტინის ნაკრებში მექსიკის წინააღმდეგ კონფედერაციის თასზე ნახევარფინალში, რომელიც მათ მოიგეს და რომელშიც ხავიერი გახდა საუკეთესო მოთამაშე.
2007 წლის 7 თებერვალს ალფიო ბეილსას მეთაურობის ქვეშ მან ჩაატარა შესანიშნავი ამხანაგური მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ, სადაც ხავიერ სავიოლას გაუკეთა საგოლე გადაცემა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა თამაშის მოსაგებად, ეს იყო ბეილსას პირველი მოგება არგენტინის ნაკრებთან ერთად (მეორე სამწვრთნელო პერიოდში) ამავე წელს ძანეტი გაუძღვა არგენტინის ნაკრებს 2007 წლის კოპა ამერიკაზე კაპიტანის სამკლავურით.
2007 წლის აპრილში ძანეტის მიენიჭა ჯუზეპე პრისკოს ნაციონალური ჯილდო.
რობერტო აიალას კარიერის დამთავრების შემდეგ, მას კვლავ გადაეცა კაპიტანის სამკლავური 2007 წელს.
2007 წლის 17 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შესარჩევ მატჩში, ბოლივიის წინააღმდეგ ძანეტი გახდა არგენტინის ყველაზე მეტ თამაშიანი ფეხბურთელი.
მიუხედავად იმისა რა სეზონი ჩაატარა 2010 წელში ძანეტიმ და მისმა თანაგუნდელმა ესტებან კამბიასომ, მარადონამ არცერთი გამოიძახა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რის შემდეგაც ჩამოართვა კაპიტანის სამკლავური ძანეტის და გადასცა ბარსელონას ფეხბურთელს ხავიერ მასკერანოს. ეს გადაწყვეტილება გაუგებარი იყო ყველა ფეხბურთის მცოდნესთვის არამარტო სამხრეთ ამერიკაში არამედ მთელ მსოფლიოში.
2010 წლის 20 აგვისტოს არგენტინის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ გამოიძახა ხავიერი ნაკრებში, ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის რომელიც უნდა შემდგარიყო 2010 წლის 7 სექტემბერს რივერ პლეიტის მონუმენტურ სტადიონზე სადაც დააჯილდოვეს მისი თანამემამულე გაბრიელ ბატისტუტა მისი შესანიშნავი საფეხბურთო კარიერის გამო.
ძანეტი ასევე გამოიძახეს იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ საიტამაში 2010 წლის ოქტომბერს, მაგრამ ბოლო წუთებში შეცვალეს პატარა ტრავმის გამო.
arqiteqtorგივი აჰა ესაა სულ, თუ გინდა შენთვითონ გოსთ რაითერის პონტში გადაუარე და გადაალამაზე როგორც გინდა,
დანარჩენი სტატისტიკაა და დაკოპირება უნდა ციფრებს.
ამ დღეებში ესტებან კამბიასოზე გავაკეთებ
This post has been edited by MinimaLLL on 1 Oct 2011, 16:59