მოკლედ დათოს უნდა დაეწერა მარა მეც ჩემს მოსაყოლს დავწერ
მოკლედ გათენდა დილა 19 რიცხვისა შაბათი და მოუთმენლად ველოდებოდი დღის 2 საათზე რო გავსულვიყავი სააკაძეს მოედანტან სადაც შევხვდებოდი ვანოს(internazionale), დათოს ( aimo), ლევანის (revaza88var) ასევე ჩვენტან ერთად მოდიოდა ჩემი ძმა ეს ის ხალხი ვართ ვინც ვანოს მანქანით მივდიოდით ტრაბზონში იყვნენ კიდე ირაკლი(ika-084) და ზურა ( internazionale91tbilisi შემდგომში ჯუნიორა) ავტობუსით გადიოდნენ 19.00 საათზე.
როგორც გვჩვევია ქართველებს ყველამ ცოტა დავაგვიანეთ, ჯუნიორამ მოიტანა ოჯახის ღვინო სააკაძეზე და გაგვატანა მანქანით. 14.00ზე ვიყავით ადგილზე ყველა დათოს გარდა მაგრამ მანამდე იყო მოსაგვარებელი პატარა პატარა დეტალები და ამ ყველაფერს მოუნდით თითქმის საათ ნახევარი და 15.30 ოფიციალურად დაიწყო ათვლა ჩვენი მოგზაურობის. გზაში მიდიოდა მრავალ თემაზე საუბარი როგორც პოლიტიკაზე ასევე ინტერზე მაგრამ ყველაზე დიდი დრო დაუთმეთ ანეგდოტებს ვანოსა და ჩემი ძმის შესრულებით (სიმართლე ვთქვა არც ერთი არ დამამახსოვრდა რომ აქ დამეწერა

). ჩვეულებრივი გზა იყო კი გამდიოდა აზრები რო სულ მალე ჩემს საყვარელ გუნდს ვიხილავ და შესაძლებლობა თუ მექნება ვინმესთან სურათს გადავიღებდი (რა თქმა უნდა უპირველეს რიგში ჩვენი ხავიერასთან) მაგრამ აჟიოტაჟს ჩემში და პრინციპში არც სხვებში არ შემიმჩნევია სიმართლე ვთქვათ, ალბათ იმიტომ რომ ყველა ვერ ვსაზღვრავდით თუ რამხელა ოცნებას ვისრულებდით (ინტერის თამაში და ლიგის თამაში ერთდროულად). მივდიოდით ნელა გემოზე თანაც ირაკლის და ჯუნიორა ჯერ კიდევ თბილიში იყვნენ, ისე მოხდა რო არც ერთს არ გვქონდა ტურქეთში მოქმედი სიმ ბარათი, ძირითადად ვეკონტაქტებოდით საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთს. იქნებოდა 21.30 როცა შევედით ბათუმში თანაც ინტერი ეთამაშებოდაკალიარის და მამიდაშვილის სახლის გასაღები მქონდა ცარიელი ბინის, შევედით ჩავრთეთ ტვ და ჯმჯ-ზე გადიოდა ინტერს თამაშის ტრანსლიაცია, ამ დროს მოხდა ჩვენი მარკეტში გასვლა და პირველი პურ-მარილი მაშინ მივირთვით, იმდენად სციოდა ბინაში რო არაფრის თავი არ გვქონდა. გვინდოდა რო დილით ადრე გავსულ ვიყავით საზღვარს ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა გვქონდა მაგრამ ბინაში ყინავდა და ისევ ვარჩიეთ გავსულვიყავით დაახლოებით 00.30ზე გავედიტ სარფისკენ. გალფის ბენზინ გასამართან ვიყიდეთ ლირა( კარგი კურსით მხოლოდ მე მოვუგე 60 ლირა რო გადამეხურდავებინა საზღვარზე). ერთი სახალისო მომენტი საქართველო დავტოვეთ 20 რიცხვში და თურქეთში შევედით 19 რიცხვში

ანუ 2 საათი ახლიდან ვიცხოვრეთ
მოკლედ ჩვენ უკვე თურქეთში ვართ და ამ დროს ველოდებით თუ როდის ირაკლის ვურეკავთ ად ვგებულობთ რო ისინიც მოვიდნენ ფაქტიურად სარფთან. მოკლედ გზაში პატარა უსიამოვნებაც შეგვემთხვა, ვიყავით სადღაც რიზესთან გვირაბში, ვანო რომელიც მთელი გზა თბილისიდან იყო საჭეზე მოდუნდა ( ამ დროს მე არ მძინავს უკან კიდე ყველას სძინავს, ვანო მეუბნებოდა მელაპარაკეო არ ჩამეძინოსო) და საჭე აიღო მარჯვნივ იმხელაზე რომ წინა ბორბალი ავიდა ბარდიურზე ამის დანხვისას წამის მეასადეში მე ავუღე რული მარცხვნივ ჩემა ერაქციამ ვერ უშველა და წინა საბურავი გასკდა, წინ ვერ მივდიოდით და შუა გვირაბშI გავაჩერეთ მანქანა მოგვინდა საბურავი გამოცვლა მაგრამ კლუჩი ვერ ვნახეთ, გამოვუძახეთ დახმარებას მოვიდნენ პოლიციელები და ვერ დაგვეხმარეს ან არ დაგვეხმარეს ცოტა თუ დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს ტვინს ვჭამდით ბოლო ბოლო გაააჩერეს რამოდენიმე მანქანა მაგრამ მერსედესი კლუჩი არავის აღმოაჩნდა და ფაქტიურად იძულებულები ვიყავით მანქანა თითქმის 600 მეტრზე დისკზე გაგვეყვანა( ამ დროისთვის ყველას წაგვართვეს პასპორტები დამოურჩილობისათვის), ამ დროს უცებ ლევანი დათო და ჩემი ძმა აჩერებენ მერსედეს ქართული ნომრებით მოკლედ დალოცვილ ბიჭებს როგორც ვუთხარით ჩვენი პრობლემის შესახებ ეგრევე გადმოვიდნენ და თვითონ შეგვიცვალეს საბურავი(აღმოჩნდნენ ბათუმელები რომლებიც კონტრაბანდა გადაჰქონდათ სალიარკა (თურქეთში რო ნახოთ საწვავის ფასი ასე მწარედ არაც შეაგინებთ ჩვენს საწვავის მომწოდებლებს) ) ყველა იყო გათიშული მთვრალები ერთ-ერთი შეეცადა დაეხნა ჩვენი პასპორტები და ჯარიმას მაგრამ არ გამოუვიდა ვანოს გამოუწერეს 66 ლირა( 1 ლარი ღირს 0.91 ლირა) ჯარიმა იმისთვის რომ არ ჰქონდა კლუჩი(საინტერესოა სხვებს რატო არ დაუწერა ვისაც გააჩერა კაციშვილს არ ჰქონდა!!!) კი გვითხრეს თუ აქვე გადაიხდითო 50 ლირას არ დაგიწერთო მარა ვანომ დაიკიდა. ყველაზე სასაცილო ამაში ის არის რო პოლიციამ გააჩერა ზუსტად ის ავტობუსი სადაც იჯდნენ ჩვენი ირაკლი და ჯუნიორა

და ჩვენზე უფრო ადრე ჩავიდნენ ტრაბზონში, სადაც გველოდებოდნენ ფორუმში(დიდი სავაჭრო ცენტრი). ვალოდინეთ საათნახევარი, სიცივეში. იყო დილის 5 საათი თურქეთის დროით და შევეცადეთ 7 კაცი მანქანაში ჩავჯდომილ ვიყავით მარა ეგეც არ გვაცადეს.
იყო მომენტი სადაც მე ლევანი ირაკლი და ვანო წავედიტ აეროპორტში და დიდ ხანს არკვევდნენ თუ როდის ჩამოვა ინტერის ტრაბზონში, დანარჩენებს დათოს ჩემს ძმას ჯუნიოს ეგონათ რო დაგვიჭირეს ან რამე უბედურება მოგვივიდა))) დავიწყეთ სასტუმროს ძებნა, რომლებიც მოგვწონდა ისინი ძვირი ღირდა ან კიდე სხვა მიზეზების გამო ვიწუნებდით, ბოლო ბოლო არჩევანი გავაჩერეთ t.s. otel-ზე რომელიც ცენტრში მდებარეობდა:



20დოლარი კაცი ერთ დღეში.
მოგვინდა ჭამა მარა ისეთი საშინელი საჭმელები აქვთ ამ თურქებს რო 3 დღე მშივრები ვიყავით! არც შაურმა უვარგათ და არც არაფერი! თუმცა რარაც რაღაცეები ვიყიდეთ მარკეტში და პირველი პურ-მარილიც აღინიშნა თურქეთში

ნელ-ნელა დავიწყეთ მომზადება გუნდის დასახვედრათ ( სასტუმროს ადმინისტრატორს ვთვოვეთ გაეგო რომელ საათზე ჩამოდის გუნდი და გაგვიგო ჩამოდიოდნენ 20.00 მათი დროით) მე და ვანომ წავედით ბაზრობებზე გვინდოდა გვეყიდა პულივიზატორები,ნაჭერები და რაც საჭირო იყო დიდი სიარულის მერე ვიყიდეთ (ფაქტიურად ტყუილად დავხარჯეთ ეს ფული ქვემოთ გაიგებთ თუ რატო) ამოვიტანეთ ოთახში და დაიწყო მომზადების პროცესი. აი რაც გამოგვივიდა




გახალისების მიზნიტ ჩემმა ძმამ და დათომ პატარა შეჯიბრიც მოაწყეს, გამოცდილების ხარჯზე გაიმარჯვა დათომ

რაც ახლოვდებოდა დრო მით გული მიჩქარდებოდა მაგრამ სრულად მაინც არ მჯეროდა სავით რო რამოდენიმე საათში ვნახავ ჩემს საყავრელს ინტერს, ხავიერ ძანეტის, ესტებან კამბიასოს და სხვებს, აეროპორტში მოსვლისას უკვე ვნახეთ თურქები რომელიც დახვდნენ ინტერს(ვიდეო დადო აიმომ
http://www.youtube.com/watch?v=JZy3j4nL7zU უფრო სრული ვიდეო)
მოკლედ როგორც ვნახე ინტერისგერბი ავტობუსზე

გაზეთში აღმოჩნდა ეს სურათი ( ვიდეო კარგად ჩანს თუ რა მომენტში გადაგვიღეს) უნდა ითქვას რო ამ დროისთვის პოლიცია იყო და ძალიან დადებითად მოგვექცნენ არანაირი ინციდენტი არ ყოფილა პირიქით მოდიოდნენ თურქები და ჩვენთან სურათებს ირებდნენ (თავიდან ვეგონეთ იტალიელები თუმცა მერე რო გაიგეს რო ქართველები ვართ ნაკადმა მოიმატა მეტმა მოისურვა სურათის გადაღება) სურათზე წერია ზევიტ რო ინტერის დახვედრა მოუწყოოო საქართველოდან ჩამოსულმა პატარა ინტერის გულშემატკივრების ჯგუფმაო

აი ამ მომენტში დავიჯერე უკვე რო ვნახავ და ჩემი ბავშობის კი არა უკვე ზრდასრულობის ოცნებას ვისრულებდი, და აი გამოდის როგორც ჩვევია ხოლმე ხავიერი და ერთბაშათ ემოციები ერთბაშად დაბნეულობამ დამძლია არ ვიცი რა ვთქნა ვაჭერ ამ აპარატს და უბრალოდ იღებს სურათებს ასე მგონია უცხო პლანეტზე ან საერთოდ სიზმარში მოვხვდი (თუმცა ჯერ სად ვარ!!!)


მე აქეთ ვუღებდი სურათებს ფეხბურთელებს ვანო ირაკლი და დათო გამოვიდნენ "დადაედევნენ" ძანეტის, ვანოს ღვირილი " პუპი ტი ამო" კარგად ისმის ვიდეოზეც

ძანეტის რეაქცია კიდე ეს იყო

ამის მერე გავწევით ესკორტს სასტუმრომდე გვოქნდა იმედი რო მიგვიშვებდნენ ახლოს მარა არ მიგვიშვეს და სანამ პარკინგი ვიპოვეთ გუნდი შიგნიტ შევიდა, სასტუმროს შესასვლელტან გაიჩიტა პერსონალი ინტერის რომელმაც გვიტხრა თუ რომელ საათზე იქნება გუნდი სტადიონზე. ამის მერე 10-15 წუთი ვიდექით ვიყურებოდით4 სართულისკენ და ვფიქრობდი აი ამ სართულზეა ინტერიო
This post has been edited by pharaoh on 3 Dec 2011, 01:29