რიჩარდსი: "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩვენი ეშინია
"მანჩესტერ სიტის" მცველმა მიკა რიჩარდსმა მანჩესტერული დერბის წინ განაცხადა, რომ "წითელი ეშმაკები" "სიტის" ლიდერობით შეშინებულები არიან.
"ახლა "მანჩესტერ იუნაიტედში" იციან, რომ მათთვის რეალურ საფრთხეს წარმოვადგენთ, თუმცა ამას არ აღიარებენ. არ ვაპირებთ იმის მტკიცებას, რომ ამ მატჩს ან ნებისმიერ სხვა შეხვედრას მოვიგებთ. ვფიქრობ, ჩვენი ეშინიათ.
ადრე მათთან სულ ვაგებდით, თუმცა ბოლო ორი წელია სიტუაცია გამოვასწორეთ და ზოგ შეხვედრაში "მანჩესტერზე" უკეთესადაც ვთამაშობდით. ეს იმის მანიშნებელია, რომ მოკლე დროში წინ წავიწიეთ. ჩვენ მწვრთნელს უნდა "ოლდ ტრეფორდზე" გაიმარჯვოს", - განაცხადა რიჩარდსმა.
ამის გულისთვის უნდა დაადუღოთ ხვალ ###ეეები