David Beroარ მიყვარს ნიშნის მოგების სტილში პოსტების წერა და მაინც აქაც პატარას ვითავხედებ და იმ ყმაწვილის მაგივრად (რომლის მისამართითაც იყო მიმართული ეგ პოსტი) მე გიპასუხებ.(იმედია ის წესიერო ბიჭოა დიდად არ გამიწყრება.)
რაც შეეხება შენს სურვილს ჩემო კარგო და წესიერო თანაფორუმელო გეტყვი და შეგახსენებ რომ ეგ ეგრედ წოდებული ესთეთიური ორგაზმი ლივერპულთან ერთად ანუ ლივერპულის მხრიდან შესრულებული ლივერპულის ქომაგს არაერთგზის განგვიცდია!
მარტო 2005 წლის ფინალი რად ღირს! (აღარ გავიხსენებ 1-4)
ხო ეხლა მთავარი რის სათქმელადაც შემოვიხედე.
აქ განვლილი სეზონიდან პარალელები მოვიყვანე თავის დროზე რომ ჩელსის სასწაული სტარტი ჰქონდა შარშან, საწყის ეტაპზე არა თუ წაუგებლად მიდიოდა არამედ დიდი და მსუყე ანგარიშებით(6-0 მსგავსი)იგებდა თამაშებს და მაინც რაღაც ეტაპიდან წაფორხილება დაიწყო. პირველი მარცხი ჩელსიმაც სიტისთან თამაშში განიცადა. მოკლედ ამას როდესაც ვადარებდი წლევანდელ სიტუაციას აქ ქვა ააგდეს და რას ამბობ როგორ შეიძლება იმ ჩელსის MU-სთან შედარება, სად MU-ს თამაშის ხარისხი და სად ის ჩელსიო?!
ალბათ ვცდებოდი............................................1-6!
მეორე რისი თქმაც აუცილებლად მსურს ასევე.
წინა ტურში MU-ს თამაშს ჩვენი ფორუმის გარკვეული ნაწილი ერთად უყურებდა. მოკლედ თამაშის შემდგომ როგორც მივხვდი ლივერპულის ქომაგთ სიხარული გამოუხატავთ და პატარა ემოციებიც გადმოუფრქვევიათ.
ამ ქმედებაზე MU-ს ქომაგი გაოცებული თუ გაკვირვებული კითხულობდა რა იყო იქ სასიხარულო ან საზეიომოო?
მოკლედ აქაც ვიტყვი რომ იმ მომენტში ლივერპულს ისევე როგორც მის ქომაგს წინ ედგა ამოცანა რომლის პროგრამა მინიმუმი იქნა შესრულებული.
MU სწორედ რომ ლივერპულმა ჩამოაბუნძულა პირველი ადგილიდან!
განა არ იყო ეს სასიხარულო?!