სტოკთან მატჩის შემდეგ არსენალის მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.
სტოკთან მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სტოკთან გამარჯვებაზე… გუნდმა ძალიან დალაგებულად ითამაშა. ჩვენ თავს ძალიან კარგად ვიცავდით და ამასთან ერთად შეტევაშიც კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ დღეს დაცვამ ბევრად უკეთ ითამაშა. შესვენების შემდეგ მოთამაშეებმა დაისვენეს და მოედანზე უკვე გაცნობიერებულები დაბრუნდნენ.
მეორე ტაიმში ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით პირველი 15 წუთის განმავლობაში. ჩვენ მთლიან მოედანზე ვდომინირებდით და შევძელით ერთი გოლის გატანა. ამის შემდეგ შეტევას გაუჭირდა და ვან პერსის გამოსვლა საჭირო გახდა. მან თამაშს თავისი ორი გოლით წერტილი დაუსვა. მთლიანობაში ძალიან კარგი და ენერგიული მატჩი შედგა. მოედანზე მოსულ გულშემატკივრებს კარგი ფეხბურთის ნახვა სურდათ და ვფიქრობ, რომ მათ ეს შეძლეს.
რა თქმა უნდა ვან პერსი დუბლის გამო განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ დღეს საუკეთესოდ ჟერვინიო გამოიყურებოდა. მან ძალიან კარგად ითამაშა.
გატანილი გოლის შემდეგ… ჩვენ ვიცოდით, რომ სტოკთან 1:0 ანგარიში საკმარისი არ იყო, ჩვენ მეორე გოლის გატანა გვინდოდა, მაგრამ პირიქით, ჩვენ კარში მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენი თამაში აღარ ყოფილა ისეთი დაცვითი, როგორც დასაწყისში.
ჯარიმა რის შემდეგაც სტოკმა გოლი გაიტანა… მე დაბნეული ვიყავი, იმიტომ, რომ მოთამაშეების უმრავლესობა შოუკროსს იყვანდა, თუმცა მანამდე ვფიქრობ, რომ ჯარიმა არ ყოფილა. საბედნიეროდ ჩვენ მეორე ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ.
ის ფაქტი, რომ ვან პერსი არ თამაშობდა პირველივე წუთებიდან… მას კუნთზე პრობლემები ქონდა და ბევრი თამაშისგან გადაღლა ეტყობოდა. მე მეგონა, რომ იგი დღეს საერთოდ ვერ შეძლებდა თამაშს, მაგრამ როდესაც მე დილით მისი მდგომარეობა ვნახე, მაინც გადავწყვიტე, რომ შეცვლაზე შემომეყვანა. ჩვენ ტრამების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ ძალიან ვფრთხილობთ, ამის გამო რობინი დღეს შეცვლაზე შემოვიდა.
იმის შესახებ საუბარი, რომ არსენალი ერთი მოთამაშის გუნდია… მე არ მაქვს ასეთი გრძნობა. გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები ძალიან მაღალი დონისანი არიან. რობინ ვან პერსი გამოირჩევა თავისი უნარით გუნდის სხვა მოთამაშეებისგან. მე ვერ ვხედავ ამაში რაიმე არასწორს.
ჯურუს შესახებ, რომელიც მარჯვენა მცველად თამაშობდა… მან ძალიან კარგად ითამაშა. ამ მატჩში დაცვა ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ჯურუმ სტოკთან გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჯურუ, მერტესაკერი, კოსიელნი, სანტოსი – ყველა ეს მოთამაშე კარგად თამაშობს თავით და დღევანდელ მატჩში ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ.
ვან პერსის მზადყოფნა ჩელსისთან მატჩში… ის არ იყო ტრავმირებული და პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში ითამაშებს.
მარუან შამახის თამაშზე… მე ვფიქრობ, რომ მან დღეს ძირითად შემადგენლობაში თამაში დაიმსახურა. იყო 2-3 მომენტი სადაც მას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მან მაინც ვერ აჯობა შოუკროსს. მისი თამაშით და ბრძოლით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ ვან პერსი ხელშეუხებელია. ჩვენ გვყავს ორი ვინგერი, მაგრამ ჩვენ ვთამაშობთ ცენტრიდან და ამიტომ შეუძლებელია მათი ერთად თამაში. ჩვენ არ ვაპირებთ ტაქტიკის შეცვლას.
მანჩესტერ სიტის ფეიერვერკული გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე… ეს საოცარია. დღეს საფრანგეთის ნაკრები თითქმის იგივე ანგარიშით დამარცხდა ახალ ზელანდიასთან (რაგბის მსოფლიო თასის ფინალი). მე არ ველოდი ამას. ფეხბურთში ანგარიშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ჩვენ იუნაიტედთან ბოლო 20 წუთში გავუშვით 3 გოლი, მაგრამ მანჩესტერმა ბოლო 15 წუთში მოახერხა იგივეს გაკეთება. როდესაც თქვენ აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში (10 კაცით თამაში), ძალიან დაუცველი ხარ. ასეთი მატჩები ჩვენს მეხსიერებაში დიდი ხნის განმავლობაში რჩება და მისი თავიდან ამოგდება ძალიან ძნელია.
..................
This post has been edited by levaa on 24 Oct 2011, 00:59