Arsène_Wenger
In Arsène I Trust

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 332
წევრი No.: 134965
რეგისტრ.: 20-August 11
|
#27997100 · 24 Oct 2011, 21:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტი აკა მორჩილაძის რომანიდან ''შენი თავგადასავალი'' *** პაბი თანდათან იჭედებოდა. საღამოობით ეგრეა ხოლმე, რომ პაბებს ორი ტალღა აწყდება. ერთნი პირდაპირ სამსახურიდან შემოივლიან ხოლმე და შინ მერეღა მიდიან, მეორენი კი სახლი შევლენ, ივახშმებენ, ოჯახში იტრიალებენ და, ეგრე, ცხრისთვის შემოაღებენ კარს. მაგრამ დღეს ხომ ფეხბურთი იყო, ჰოდა, ადგილების თადარიგს ადრიდანვე დაიჭერდნენ. ეგრეც იყო და დახლს ვეღარც კი მიუდგებოდი, იყო ერთი გადაწოდებ-გადმოწოდება. ადრე ტროლეიბუსში რომ ბილეთს აწვდიდნენ, აქ ისე აწვდიან კათხებს.
- ორი ფაინთია, ხმას არ იღებს. --იაზი შეანჯღრია ზურამ. - zria mi faruxa ni vziali. arxitektor... --- წაიბურტყუნა იაზონმა და კათხას წაეპოტინა. - თუ ძმა ხარ. მე თვითონ ვარ არქიტექტორი. იაზს ჩაეძინა ტკბილი და უშფოთველი ძილით. როგორ იძინებენ ყაყანში? დიდი საიდუმლოა. - მოდი, თითოსაც ავიღებ, --- წამოდგა ზურა. - მთვარი ვარ, --ვაღიარე. - ხო არ ჩაგვეფინა? -- რა გაძლება აქვს, -- თითო, დასაჭყანი. - არა მოიცა, დაიწყება, -- ვფიქრობდი, რომ პირველი ტაიმის მიწურულს გამოვფხიზლდებოდი. ზურამ ოთხი კათხა მოიტანა. - რა ამბავია? - თამაშის დროს ხომ არ წამოვდგებით? - ამის თქმა იყო და, ჯეელებიც შემოლაგდნენ თეთრ-წითელი შარფებით. შვიდნი იქნებოდნენ. უკვე კაი მაგარი მთვრალები და ფეხბურთის მომლოდინენი. დიდი ხორხოცით დაიძრნენ დახლისკენ და გზად ბევრს გაჰკრეს-გამოჰკრეს მხრები. ერთ-ერთი მაგიდებს შუა გაჩერდა, შარფი აღმართა ორივე ხელით და შესძახა: - აღსდექ. ვისაც სძულს ვესტ ჰემი! - აღსდექ! -- მაგიდას დაჰკრა მუშტი ზურამ და წამოვიშალეთ. - აღსდექ! ვისაც სძულს ვესტ ჰემი! -- მოისმა ახლა სხვა კუთხიდან და იქაც წამოცვივდნენ. შარფიანმა დასჭყივლა: - ჰაიბერი ჰიროუზ, ჰაიბერი ჰიროუზ, ჰაიბერი ჰიროუზ!!! - ჰიროუზ, ჰიროუზ, ჰიროუზ! - ბანი მისცა მთელმა პაბმა. - ჩემი ტერიტორიაა, სულ ჯიგრები, -- გაიფხორა ზურა და კათხა აღმართა: - ''აარსნალ'', '' ააარსნალ'' ! - When the circus comes to town, Harry Readknapp is a clawn. დასჭყივლეს იქიდან. ამას დიდი ხარხარი მოჰყვა ყოველი მხრიდან და ძლივს იყო არ დავსხედით.ჯეელებიც განთავსდნენ სადღაც-სადღაც და იქიდან თუ წამოიყვირებდნენ რაღაცას. - მოდი, უცბად დავლიოთ, ერთი მოყუდებით, -- ფაინთი მიიყუდა ზურამ. მეც მივიყუდე და საპირფარეშოც გამახსენდა. ზურგსუკნიდან კი მჭახე, გამბედავი, ბებრული ხმა მომესმა: - აღსდექ ვისაც სძულს მეთოფენი! იქნებოდა, ასე, სამოცდაათისა, თავის დროზე არერთი ფაინთის შემხვრეპი. წამოჭარხლებულს თეთრი თმა გასწეწოდა და აღმართულ ხელში შავი პიჯაკი ეპყრა. საერთო ხარხარში ტაში დაუკრეს ამ მარტოხელა ბებერს და მეც დავუკარი. აი, ვაჟკაცი კაცი. მარტოა და თავისას ყვირის. - გავარტყით ვესტ ჰემს! გავარტყით ვესტ ჰემს! მივაფსით ჰართსონს! -- აყვირდნენ შარფიანები. ბაბუა კი კვლავ იდგა და აღმართულ ხელში თავის გაქექილ პიჯაკს ჭმუჭნიდა. - აღსდექ! და უცებ მეორე ბოლოდანაც არ მოისმა? - აღსდექ, ვისაც სძულს მეთოფენი! აღსდექ ! --- გამხდარი, სათვალიანი კაცი იყო, ასე რომ არ გენახა, ეგებ დოცენტიც გგონებოდა. დახვეულ გაზეთს იქნევდა ხმალივით. ორნი იყვნენ სულ მთელს ამხელა პაბში და მაინც თავისას აწვებოდნენ! ეს სიტყვებია და, ზურა სკამზე შედგა და დაჰკივლა: - ნომერი ერთი!.. - დევიდ სიმენი! --- დაიღრიალა ვიღაცამ. - ნომერი ექვსი! - ტონი ადამსი! --- სტვენა და ტაშისცემა ძლიერდება. - ნომერი ცხრა! - იან რაიტი! --- აბა ეს იყო, თუ იყო. - ნომერი ათი! - დენის! დენის! დენის! ბერკამპ! - აღსდექ, ვისაც სძულს არსენალი ! --- არ დაცხრა ბებერი და იმ დალოცვილმა დახლიდარმაც სწორედ ამ დროს აუწია ტელევიზორს. * * *
- აი, ზერკალო რუსკოი რევოლუციი, --- აღნიშნა ზურამ და თამაშიც დაიწყო. ჩვენ კი ვსვამდით და სულ ვფიქრობდი, ნეტავ ამდენი სად ეტევა-მეთქი.ჩვენზე არანაკლებ უჭირდა ''არსენალს'', რომელმაც ერთი მომენტიც კი ვერ გაახერხა. შესვენებაზე ვიღაც ბიძაკაცი მოგვიჯდა.დაჰგვიანებოდა და ქსუტუნებდა. - გახსოვთ ჩარლი ჯორჯი? კლასელები ვართ. მე და ჩარლი. მე ფეხი მოვიტეხე და... ჩარლი კი ვარსკვლავი გახდა. - სად არის ჩარლი ჯორჯი? - არ ვიცი, --- მოიწყინა ძიაკაცმა და სიგარეტს მოუკიდა, --- მეგობარი დაიღალა? --- იაზონს გადახედა. -eta chto bljad? bratia pontiici? --- თავი წამოსწია იაზმა. - გამოიძინე? --- მივეფერეთ სახეარეულ იაზს. - kapitalist! --- დაუბღვირა ძიაკაცს. - For '' ARSENAL'', --- გაუღიმა იმანაც. - tu mi, evrithing oqei, --- ცერი აღმართა იაზმა, --- chto za igra, amixseni ra xdeba? - ჩარლის სხვა ჯიგარი ჰქონდა. ჩვენ კლასელები ვართ, --- მიუგო ძიამ. - slushai, kiriuxa, --- განაცხადა საპირფარეშოდან მობრუნებულმა იაზმა, --- kagda ia, samaliotam bil, garada bambil.tak chto erti xinkali ia pustil na tvoi gorod. na tibia, znachit... - დაჯე, რა, უყურე. - chivo ia tam ni vidil.kvelaperi nanaxi maq...eg amatia, bliad - ჩვენ გოგიას რაღა, ვირის თავფეხი? - საიდან ხართ? --- არ მოგვეშვა ძიაკაცი. - ჯორჯია, ფორმერ სოვიეთ, ---ვუთხარი ჩემთვის უმძიმესი სიტყვები. - ქინქლაძე? --- გახალისდა ძიაკაცი. - net, stalin iosif vissarionovich, --- დაასლოკინა იაზმა. - ვიცი, ვიცი, --- თავი დაიქნია, --- ულვაშები. - vaprosi est? ai, grecheski pasport imeiu. evroiunion, anderstend? aem evroiunion, zei ar Georgia jigar ... Greece, Georgia... - ჰო, ჰო, --- მეორე ტაიმი იწყებოდა და ძიაკაცი მწყურვალს ჰგავდა. - ia vont ... ni slushait etat bliad, --- ხელი ჩაიქნია იაზმა. ჩვენ კი კვლავ ვსვამდით და ვყვიროდით. ვყვიროდით, ვსვამდით და ერთმანეთს ვკოცნიდით. ''ვესტ ჰემი'' უძალიანდებოდა ''არსენალს'' და ჩვენს მხარეს მჯდომი ბებერი მეორე ბოლოში მჯდომ სათვალიანს ამხნევებდა: - ქომ ონ, ქომონ, ჰემერზ! - ჩვენ არა ვართ კაი ბიჭები, ---გამოვაცხადე უცებ --- ჩვენ რომ კაი ბიჭები ვიყოთ, ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ვუბალეშჩიკებდით. - ჰა-მეთქი, --- გაბრაზდა ზურა.
და როცა თითქმის აღარაფერი რჩებოდა, რეი პარლოუ ფრთაზე გაიჭრა და საჯარიმოსკენ საშუალო, თუმც კი თავგანწირული კროსი გაუშვა.იქ შეყრილი თხუთმეტიოდე ფეხბურთელის გაოფლილი გორგალიდან იან რაიტმა თავისი შავი, ვერაგი ფეხი გამოყო და ბურთს წაჰკრა.როგორ წაჰკრა, იცი? აჰა, თქვენი კარგიცო. ასე წაჰკრა და კარს უკანა ტერასებისკენ გაიქცა შეშლილი სახით. გოლ! გოლ! გოლ! ბოლ ინ ზე ნეთ! უჰ რა ამბავი ატყდა! შენი ჭირიმე, შენი ჭირიმეო.დიდი მისალმებები ატყდა, მობარბაცე შარფიანი კი ბებერს მიადგა და შუათითი დაანახვა. ბებერი წამოდგა და ორივე ხელი ასწია მაღლა. ვიქტორიას ამბავში გაეჭიმა საჩვენებელი და შუა თითები და ყველას გვიჩვენებდა თავის ქიცინით, მე მაინც მოგებული ვარო. კაი მაგარი მთვრალი იყო. და როცა ყველაფერი ჩამშვიდდა და თამაშის დამთავრებასაც აღარაფერი უკლდა, გაისმა მთვრალი, მაგრამ თამამი სიტყვები იქაურთათვის სრულიად უცნობი სიმღერისა. არ დაგიმალავთ, მე ვიდექი სკამზე და ვმღეროდი, უსმენოდ, უმელოდიოდ, თითქოს ჩემთვის, თითქოს ''არსენალისთვის'' ანდა იმ მხიარული პაბისთვის. ვმღეროდი ჰა, ჰა, ერთ წუთს, მაგრამ ხმა მიწყდებოდა და მერე ზურამ ჩამომათრია სკამიდან და ტაშისცემასა და სტვენაში გამომიყვანა გარეთ.
--------------------
შემიყვარდა ერთი გოგო, გაცნობისთანავე მომხიბლა, მე მასში მიზიდავდა მისი სინატიფე სიფაქიზე, დახვეწილობა,სულის სიმაღლე და სიწმინდე , მეობა,###ობა და ა.შ (c) Tommy
|