rustavianკაი რა, არ შეიძლება ამას იძახდე თუ კალჩო გიყვარს..
ეს ნაპოლი არის რეინკარნაცია 90-იანების პარმა, ლაციო და ფიორენტინის.
დაჟე ის პარმა და ლაციო დიდი ფულით შეიქმნენ და ამათ იმენა სწორ სელექციაზე დაყრდნობით შექმნეს ესეთი გუნდი..
უნდა გიხაროდეს ესეთი ჩისტა საფეხბურთო კლუბის ყოფნა სერია ა-ში და არა სიტივით ხელოვნური წარმონაქმნის.
რაზეა საუაბრი, 2 სეზონია ჩემს კლუბსაც ძაან ამწარებენ ეს ჩემისები და რამე, მაგრამ კალჩოს მატებენ უდიდეს ხიბლს...
მე ვემხრობი იმ საკითხს რომ მარტო ჩვენი კლუბი კი არ უნდა გვიყვარდეს კალჩოში, არამედ ზოგადად კალჩო, როგორ ერთიანი მოცემულობა.
კალჩო, თავისი პლიუს მინუსებით, დეფექტებით, ჩამონგრეული სტადიონებით, თავისი ფანტასტიური დერბებით, სადაც მესინა და პალერმოც კი ერთმანეთს აკლავენ თავს, თავისი გაკოტრებული და მკვდრეთით ამდგარი გუნდებით, ქამბექებით და ჰეგემონიებით..
კალჩო, მარტო ის არაა, მორატიმ 200 მილიონი დახარჯოს და ყველაფერი მოიგოს, არც ისაა მარტო, მოჯიმ რო 2000-იანებში დაუმარცხებელი იუვე შექმნა, კალჩო ყველა იმ ფაქტორების ერთობლიობაა, რაც ზევით ჩამოვთვალე..
რავი, მე ესეთი შეიყვარდა, მიყვარს და ესეთი მიტაცებს...