Coldplayin'
კაი რა, რა ბურთის ფლობის უპირატესობა, ეგ როგორ გაწყნარებს ტო..
ან სად იყო ბურთის ფლობის უპირატესობა, ეგაც არ ყოფილა, უბრალოდ უფრო მეტ ხანს იყო ჯენოას ნახევარზე ბურთი.
ეგ და ბურთის ფლობა სხვადასხვაა.
თამ იკაიფეთ, არავინ სერიოზული დამტვრეული არ გვყავს (კუალის გარდა), ყველამ მეტ ნაკლებად აკრიფა ფორმა ამ 6 თამაშში და როგორც ჩანს ესაა პატალოგი ამათი ფეხბურთის.
ამათ რო 3 საკვანძო იგროკი გამოაკლდეს, მაგ: პირლო, მატრი და ლიხშტაინერი - მერე უბრალოდ წარმოგიდგენიათ რეები მოხდება?
მზარავს წარმოდგენაც კი.
ისე რომ, გუნდი უფრო მონდომებულია წინა წლებთან შედარებით, მაგას მეც ვხედავ და ვუფასებ კონტეს მაგრამ ეგ არაა საკმარისი. მკვლელის და მხეცის ინსტიქტი გვაქვს დაკარგული, კაპელოსეული და ლიპისეული.
დომინანტის და პირველი ნომრის აშუშენია არ აქვს გუნდს.
გუშინ, 2:2-ს მერე ჯენოა გვეჯდა ზედ.
ესაა საგანგაშო, მარტო ვერ მოგება კი არა.
ეხლა კიელინი რაც არ უნდა ვლანძღოთ, მაგის შემცვლელს და მაგაზე უკეთესის მომყვანი რო არავინაა - ფაქტია.
ეყიდათ ის ალექსი რა იბიო მატ.
მოკლედ, ვნახოთ რა, რას ვიზავთ ფიორესთან და უხსენებლებთან და მერე უფრო მეტი დაკვირვება და ანალიზი შეგვეძლება.
სკუდეტო ესეთი ცანცარა/არასტაბილური გუნდით თითქმის გამორიცხულია, სამეულში გავიდეთ რა როგორმე უსიკვდილოდ, თორე კიდევ ერთი წელი ულიგოდ კატასტროფაა.
ხო ხედავთ, 100 მილიონამდე ზარალით დავასრულეთ წელი, კიდე კაი ტრანსფერები დავდეთ.
ფორცა იუვე!!!