კასანოზე დავიგრუზე უკვე

ACMilan.Com-ზეც All For Antonio - ამ სათაურით დაიდო სტატია
* * *
აგერ მაგ სტატიის ქართული ვერსია

სანამ ”მილანი” მინსკში გაფრინდებოდა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ და ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტებს. მათ სოლიდარობა გამოხატეს ანტონიო კასანოს მიმართ.
ადრიანო გალიანი:
”ცუდია, როდესაც ავად ხარ. ექიმები მუშაობენ იმისათვის, რათა მდგომარეობა გამოსწორდეს, მეტი სათქმელი არ მაქვს. ანტონიოს დღეს ვესაუბრე და კარგად გამოიყურებოდა. იყო რაღაც შიშები, რადგან ანტონიო მოულოდნელად გახდა ცუდად. გატუზოს მსგავსად, მისი ტრავმა ფეხბურთთან არანაირ კავშირშია. ნამდვილად, კასანო დაბრუნდება და ასევე დაბრუნდება რინოც. ეს კარგი იქნება. თუმცა, მე ექიმი არ ვარ. თქვენ ექიმ ტავანას უნდა დაელაპარაკოთ. ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც შუძლია ამ კითხვებზე გაგცეთ პასუხი.
გუნდი ანტონიოზე ფიქრობს. ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვფიქრობ, გუნდი მინსკში კარგად ითამაშებს. ჩვენ განაცხადში გვყავს განცი, რომელიც სათადარიგო სკამიდან დაიწყებს თამაშის ყურებას. პირველი ადგილი ჯგუფში? ამას შევცდებით, ხვალ უნდა მოვიგოთ. უიღბლობა? ეს ცხოვრებაა. ფეხბურთელებს შეიძლება შეექმნათ ისეთივე პრობლემები, როგორებიც ჩვეულებრივ ადამიანებს ექმნებათ, უბრალოდ ფეხბურთელის პრობლემას უფრო მეტი გამოხმაურება მოყვება. მე არ ვღელავ იმაზე, რა იწერება გაზეთებში. მე კასანოსთან მაქვს კავშირი და გაზეთებს ფრენის დროს წავიკითხავ.”
მასიმილიანო ალეგრი:
”ანტონიოს გამოკვლევები უტარდება. მისი მდგომარეობა უმჯობესდება და ვიმედოვნებ, რაც შეიძლება მალე დაგვიბრუნდება. მე მას გავუგზავნე რამდენიმე მესიჯი და მანაც მომწერა პასუხი. მისი ამბების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქმე სანუგეშოდ გვაქვს. ანტონიოზე გუნდი ფიქრობს. ცუდია, როცა ასეთი რაღაცეები ხდება. ის მხოლოდ 29 წლისაა და ბუნებრივია, იყო რაღაც შიშები.
კასანო წელს კარგად თამაშობს. რომში მან კარგი 20 წუთი ჩაატარა. ის დამაჯერებელი მოთამაშეა. მნიშვნელოვანია, ანტონიო მალე დაგვიბრუნდეს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ რაიმე საშიში არ უნდა აღმოჩნდეს. რომში როგორც ნამდვილმა გუნდმა, ისე ვითამაშეთ, ასეთი რამ ამ სეზონში მესამედ მოხდა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ორი გოლი გავუშვით. ხვალ მინსკში შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ჩვენ გზას უნდა გავყვეთ. ამბროზინი ძირათდში დაიწყებს. ვან ბომელს კოჭის პრობლემა აქვს. ბოატენგს მუხლი ეტკინა, მაგრამ ახლა კარგადაა. ზეედორფი? ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ შეიძლება მან მატჩის რაღაც ნაწილში ითამაშოს.”
This post has been edited by Alix on 31 Oct 2011, 21:57