14.მოდი მარტივად ავხსნი და ვეცდები მოკლედ შენ გინდ მიპასუხე გინდ არა

ლორენტე იმ შუაშია რომ შენ ეგ გირჩევნია ვილიას, რეალურად

ამ წუთს კიდევ ნეგრედო კი არა მე ვჯობივარ ვილიას....

მაგრამ რეალურად ნორმალურად მოთამაშე ვილიასა და კარგ ფორმაში მყოფ ლორენტეს შორის რომ არჩევანი იყოს ვილიას დავაყენებდი და რატომ ეხლავე აგიხსნი:
ვილია არის უნივერსალი რომელიც თვითონ ერგება გუნდის ტაქტიკას იმდენად მრავალმხრივი უნარები აქვს, აი ლორენტე კი ერთფეროვანია და პირიქით გუნდი უნდა მოერგოს მას. ლორენტეს შემთხვევაში უეჭველი გამოკვეთილი ცენტრით უნდა ითამაშო და შეტევებიც გინდა თუ არა შედარებით ერთფეროვანი გახდება მისი ნაკლებად მრავალფეროვანი არსენალის გამო, აი ვილიას დროს კი ეგ არ იქნებოდა. ეხლა კიდევ ესპანეთის ნაკრებს მაგრად დაერხა საევროპოდ თუ კი ტორესმა არ აკრიბა ფორმა, იმიტომ რომ სულფასოვნად ამ ფორმაციის ნაკრებში მას სხვა ვერავინ შეცვლის, თუ კი რა თქმა უნდა ცრუ ფორვარდზე არ გადავიდნენ(და ფაბრეგასი არ ამოწიეს ამ პოზიციაზე_იმჰო).... ხომ კიდევ რომ იძახი ბოლო თამაშებში მოკვდა ვილიაო, მე კი გეუბნები უბრალოდ არ აფასებდი ჯეროვნად მაგ კაცს