sandre545თუ ვიკიპედიას ან სტატისტიკურ ცნობებს ჩავხედავთ მაშინ კი.
მე ფიგუს სიყვარულს ვერავინ დამაბრალებს, უფრო მეტიც ვიტყვი რომ ჩემთვის პირადად პროჭის ეტალონია მაგრამ სამართლიანება მოითხოვს აღინიშნოს რომ ყველაზე შთამბეჭდავად 2000 წელს პორტუგალიელი თამაშობდა.
თან ეს სამ გუნდში მოახერხა ერთდროულად
1. ბარსაში
2. რეალში
3. პორტუგალიის ნაკრებში
შეიძლება განუწყვეტლივ ვიმეოროთ რომ არაფერი მოუგია ზიდანი კი ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ არის გარემოებები რაც შეუძლებელს თუ არ ხდიდა ფანტასტიკის სფეროში გადაყავდა ფიგუს მიერ რაიმე ტურნირის მოგებას.
ჩამოვყვეთ უკნიდან როგორც პროჭთა წესია

1. რეალის პერიოდი (სექტემბერი-დეკემბერი)
გასაგებია რომ ამ დროს ვერაფრს მოიგებ მხოლოდ სეზონის დასაწყისია და ტიტულები არ თამაშდება. სამაგიეროდ როგორია მიხვიდე გუნდში რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და იქცე არც მეტი არც ნაკლები ლიდერათ. თითქოს იქ დაიბადე და ფეხბურთის თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე დაიწყე. ეს მოახერხო უდიდესი ზეწოლისა და პრესის პირობებში. გარდა ბარსადან სკანდალური წასვლისა ის იყო ყველა დრიოს ყველაზე ძვირი ფეხბურთელი იმ დროისთვის ფანტასტკიური ფასით 54 მილიონი დოლარი. ანუ ორჯერ მეტი ფასი ქონდა ვიდრე წინა რეკორდს.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ დღეს რომელიმე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევრო იყოს და უკვე ოქტომბერში დაიწყონ ლაპარაკი რომ ტრანსფერმა გაამართლა.
2.პორტუგალიის ნაკრები
პორტუგალიის ნაკრები რომელსაც 84 წლის მერე ღირებული არაფერი შეექმნა და ქრონიკულ ლუზერად ითვლებოდა მოხვდა სიკვდილის ჯგუფში გერმანიასა და ინგლისთან ერთად. მისი ჯგუფიდან გასვლის შანსები ძალიან მცირე იყო მითუმეტეს IV ნაკრები რუმინეთიც არ იყო საჩუქარი.
და რა ხდება ამ დროს, ფიგუ ამართლებს 100 % იმედებს ხდება გუნდის ნამდვილი ლიდერი, გააქვს ფანტასტიკური გოლი ინგლისთან, საბოლოოდ პორტუგალია გადის ჯგუფიდან ტრიუმფით, ხოლო ინგლისი და გერმანია სახლში მიდიან.
რაღა დაგიმალოთ და იმ დროს ჩემი სიმპათიები იმ დროს პორტუების მხარეზე იყო და იმასაც ხვდებოდა ყველა რომ თუ ფიგუმ ფანტასტიკური თამაშის დონე არ აჩვენა და 100% არ დაიხარჯა არაფერი გამოვა.
ფიგუმ აჩვენა იმაზე მეტი 120% ვიდრე მისგან ელოდნენ.
1/2 ფინალში თანამბარ ბრძოლაში საფრანგეთთან დამარცხება იყო გულდასაწყვეტი, თუმცა ვერავინ ვერ იტყვის რომ საფრანგეთმა პორტუგალია აშკარად დაჩაგრა. არადა სასტავით ერთი თავით ჯობდა. თუ იყო ზიდანი ვერსუს ფიგუ იმ თამაშში ეს ბრძოლა ფრედ დამთავრდა და თუ ზიზუმ პენალი გაიტანა ვერ იტყვი რომ ერთი თავით მაღლა იდგა (საბოლოო ჯამში უფრო დიდია მაგაში ყველა შეთანხმდა).
3. ბარსას პერიოდი
99-2000 წლის ფორმაციის ბარსაში შეუძლებელი თუ არა თითქმის წარმოუდგენელი იყო რამე ტიტულის მოგება, რადგან მწვრთნელმა გარეკა. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. პასტით და ფურცლით შეირაღებულმა ვანგალმა დააჯერა თავის თავს რომ თამაშს იგებს მწვრთნელი და არა ფეხბურთელები. თავის თავი წარმოიდგინა მოჭადრაკეთ, ფეხბურთელები უბრალო ფიგურებათ და დაიწყო რთული ეტიუდების გათამაშება. თუ რომელიმე ეტიუდი გაამართლებდა მას ეს კმაყოფილებას ანიჭებდა, მაგრამ აღარ იმეორებდა და თავიდან იწყებდა ველოსიპედის გამოგონებას.
ვთქვათ რივალდომ ითამაშა კლასიკურ 10 ნომერზე და გააკეთა დუბლი.
მოერე თამაშში რივალდო უკვე მარცხენა ფლანგზე იდგა.
ითამაშა გუნდმა 4-3-3 ტაქტიკით და დაამარცხა ვალიადოლიდი 4:0 ანუ დაცვა მუშაობს.
მოერე თამაშში გუნდი გამოდიოდა 3-6-1 ტაქტიკით რასინგთან და შესაბამისად აგებდა კიდეც 3:0-ს.
საშუალოზე დაბალი დონის მეკარე
სახელიანი მაგრამ ძალიან გადაბერებული დაცვა
სკამის გარეშე თამაში შეტევაში
რივალდო-კლუვერტი-ფიგუ, ფაქტიურად შემცვლელი არ ყავდათ. თუ არ ჩავთვლით საშუალოზე დაბალი დონის თავდასხმელ დანის.
+ გაუწყვეტელი ექსპერიმენტები პიუოლი, ხავი გაბრის მოედანზე გამოყვანით, რომლებიც მაშინ აშკარად პატარები იყვნენ ამ დონეზე სათამაშოთ.
მიუხედავად ამისა ბარსამ მაინც მიაღწია ჩლ 1/2 ფინალს და ესპანეთშიც ბოლო ტურამდე ქონდა ჩემპიონობის შანსი.
ამაში ფიგუს დამსახურება იყო იმ წელს საკმაოდ დიდი.
რამდენიმე გადამწყვეტი გოლის გატანაც მოახერხა.
მაგალითად როცა ბარსა სტემფორდ ბრიჯზე 3:0 აგებდა მაშინ შეაგდო და გუნდს იმედი დაუბრუნა.
იმ წელს ოდნავ უკეთაც კი გამოიყურებოდა ვიდრე რივალდო, არადა რივალდო წინა წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით მიმაჩნია რომ 2000 წელს ფიგუს გაპირველება ლოგიკური და სამართლიანი გადაწყვეტილებაა