ოქტომბრის საუკეთესო გოლი არსენალის გულშემატკივრებში ჩატარდა ყოველთვიური გამოკითხვა, თვის ყველაზე ლამაზი გოლის გამოსავლენად.
ოქტობრის თვეში არსენალმა ბევრი ლამაზი და დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივრებმა მათგან სრულიად მართებულად ერთი გამოყვეს: ტეო უოლკოტის გატანილი ჩელსის კარში. გოლი უცნაურიც იყო, რამეთუ უოლკოტი ჯერ წაიქცა, შემდეგ უსწრაფესად ადგა და ასევე უსწრაფესად ცრუ მოძრაობით ორი მცველი ჩამოიშორა. ეს გოლი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ დერბიში გავიდა და თან ჩელსის კარში.
მეორე ადგილზე იმავე მატჩში რობინ ვან პერსის დაბრახუნებული ბურთი გავიდა, რომელიც ბოლო ლურსმანი იყო ჩელსის კუბოში.
გატანილი 14 გოლიდან გამორჩეული ხუთეული ასე გამოიყურება:
ტეო უოლკოტი - ჩელსი - 33%
რობინ ვან პერსი - ჩელსი (მესამე) - 20%
რობინ ვან პერსი - სანდერლენდი (მეორე) - 16%
ჩუ იუნგ პარკი - ბოლტონი - 12%
რობინ ვან პერსი - ჩელსი (მეორე) - 6%