18 წლის ჰავბეკი მიხეილ გორელიშვილი გასაოცრად ჰგავს ლონდონის "არსენალის" სახელოვან ფეხბურთელ ანდრეი არშავინს. ვერ დაიჯერებთ და ორივე ფეხბურთელი ერთ დღეს არის დაბადებული - 29 მაისს! არშავინი ორეულზე 12 წლით უფროსია.

არსენალს ყველაზე მეტი მატჩი ევერტონთან აქვს ჩატარებული. სულ - 182. შემდეგ ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბებთან, ლივერპულთან და მანჩესტერთან უთამაშია 176-176-ჯერ. ასტონ ვილას წინააღმდეგ კი 164 მატჩია გამართული.
ყველაზე ცოტა რაოდენობით შეხვედრები არსენალს სუონსთან აქვს. უელსელებისა და ლონდონელების ჯახი მხოლოდ 5-ჯერ შედგა. შემდეგ მოდიან უიგანი - 16, ქუინზ პარკ რეინჯერსი 40, ნორვიჩი - 42 და ფულჰემი - 44.
ისევე როგორც მატჩთა რაოდენობა, მოგებაც ევერტონთან აქვს ყველაზე მეტი - 90. გრანდობაზე მეოცნებე სიტი არსენალმა 81-ჯერ დაამარცხა. ლივერპული 63-ჯერ, ტოტენჰემი 62-ჯერ და ჩელსი 61-ჯერ.
რაც შეეხება მარცხს, არსენალი თავის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ მანჩესტრე იუნაიტედთან დამარცხებულა, სულ - 73 წაგება. შემდეგ მეორე ბობოლასთან ლივერპულთან - 66 წაგება. მესამე გუნდი ვისაც "მეთოფეები” ყველაზე მეტჯერ დაუმარცხებია ბირმინგემის ასტონ ვილაა, 60 მატჩი.
საყაიმო შედეგი უმეტესად ლივერპულთან მატჩებში ფიქსირდება. მათი რაოდენობა 47-ს შეადგენს. 43-ჯერ ფრე ჩრდილო ლონდონურ დერბიში, ტოტენჰემთან დაფიქსირდა. მანჩესტერ იუნაიტედთან 39, ევერტონთან და ასტონ ვილასთან კი - 38.
სხვადასხვა დროს "მეთოფეებს” ყველა ბევრჯერ 303 გოლით ევერტონის ფეხბურთელ-გულშემატკივრები დაუმწუხრებიათ. შემდეგ უკვე სიტის კარისთვის უპოვნიათ გასაღები ძალიან ბევრჯერ, სულ 263 გოლი. 256 გოლი ასტონ ვილას კარში გავიდა, ხოლო 240 გოლით წითელი ეშმაკები დაჯილდოვდნენ. ლივერპულს არსენალმა 236-ჯერ გაუტანა, ჩელსის კი 223–ჯერ.
ყველაზე ცუდი შედეგი გაშვებული გოლების მხრივ არსენალს მანჩესტერთან აქვს, წითელმა ეშმაკუნებმა არსენალის კარი 263-ჯერ აიღეს ისტორიის მანძილზე. შემდეგ უკვე ლივერპულს შეუძლია იამაყოს, რომ "კანონირთა” კარში 246 გოლი გაუტანია. ასტონ ვილას ფეხბურთელებს 240-ჯერ აქვთ აღებული ლონდონელთა კარი. მეორე ლივერპულული გუნდის, ევერტონის ანგარიშზე 222 ბურთია.
This post has been edited by levaa on 16 Nov 2011, 13:28