ეს რა შუაშია : )

შუაშიუდევს ვიწრო ზღვარიო თუ როგორაა :დ, აი იმას რომ არსებობს 3 სახის ანალიზივით
1. კონსტატაცია ფაქტის, რა მოხდა
და მორჩა ამით, კი თუ არა, გათავდა
2. არსებული ფაქტის ინტერპრეტირება, დაგვჩაგრეს, ამის გამო წავაგეთ, წუწუნი და ა.შ.
3. ფაქტის გაყალბება :დ
მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს იყო თუ არა ხელი და მიკვირს იმ ხალხის ვინც ეს 100% იცის
(არამარტო ხელი, არამედ სხვა სადაო მომენტები, მითუმეტეს თუ ზე-სკანდალს იწვევს და ეშმაკი ვერ გაარკვევს სადაა სიმართლე)
ამიტომ მიკვირს ერთმნიშვნელოვნად რომ ამბობენ ,,ვან პერსი უნდ გაეგდო" ,,ვან პერსი არ უნდა გაეგდო"
,,პეპე უნდა გაეგდო" ან ,,არ უნდა გაეგდო"
იმიტომ რომ ამის მსგავსი მომენტები არის ურთულესი, მე ისევ ჩემი ჭკუით ხან მგონია რომ არა, ხან კი, ხან არა, ხან კი და ასე :დ
იმისთვის რომ უბრალოდ სიმართლე გავარკვიო, მაინტერესებს ხოლმე სხვისი აზრი, სხვისი ანუ ვისაც ესმის და მათი აზრი შეიძლება არ გავიზიარო, მაგრამ აუცილებლად იმოქმედებს რაღაც დოზით და რქით არ მივაწვები თუ მომენტი არის საეჭვო
აუ რას ვწერ ბოდიში მაპატიეთ :დ მარა რა ვქნა აბა, ასახსნელად მომეჩვენა და ავხსენი :დ
ხოდა მე არ მაინტერესებს 2. და 3. პუნქტები ანალიზის :დ მაინტერესებს მხოლოდ პირველი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სადაო მომენტი იყო
ამისთვის მივმართავ ვის
გაძეტას (იტალიური წყარო რომელიც მაქსიმალურად ობიექტურია და ჩახედულიც)
ეკიპს (ფრანგული, ასევე არ აქვს მიზეზი მიკერძოებული იყოს, თუმცა ზოგჯერ ზედმეტად ვარდისფრად უყურებენ :დ აქ დილეტანტებს ეძახიან მაგეთებს, ეს კიდევ საინტერესო და სხვა თემაა, ფორუმგელი რომ ეკიპს ეტყვის დილეტანტოო და ა.შ. მოკლედ ავურიე ისევ :დ)
სნნ-ში მიმომხილველები (ჯონათან ვილსონი მაგალითად, ძალიან კარგი წიგნის შემქმნელი ტაქტიკაზე და ტაქტიკურ ანალიზებს რომ აკეთებს უბრალოდ ზეა)
გარდიანში მიმომხილველები
დონ ბალონი, ელ პაისი, უორლდ სოკერი, ბბს, ბილდი ან კიკერი
დანარჩენი არის ყველა მიკერძოებული, ან აჟიტირებული :დ (მაგალითად მადრიდული/კატალონური/ესპანეთის დანარჩენი რეგიონების პრესა, ინგლისური ,,სიყვითლე", ესპანური ევროსპორტი (უფრო პრო-ბარსა) და ა.შ. მელამ მოწმედ კუდი მოიყვანა. რა თქმა უნდა არაპროფებს როგორიც გოალ.კომი ან თუნდაც ევროსპორტი არ ვითვალისწინებ, რადგან დაბალი დონის არის უბრალოდ, ან საკითხში ნაკლებად ჩახედული)
ამ თამაშზე გაძეტამ დაწერა ,,შესაძლო ხელი" ჩადებული აზრით რომ პენალტის მოთხოვნა შეიძლებოდა
საპირისპიროდ გარდიანმა დაწერა ისე რომ პენალტის მოთხოვნა არ შეიძლებოდა, ანუ აზრი რა, ხომ უნდა ხვდებოდე კაცი :დ ზოგი ვერ ხვდება რას ვიზამთ, და გეტყვის შენი ინტერპრეტირებულიაო, განსხვავება არ იციან, სიტყვაზე კონკრეტულად გაძეტად დაწერილზე და გარდიანის დაწერილზე იგივე თემაზე
ლ'ეკიპმა დაწერა ,,არანორმალურად საეჭვო მომენტი", უფრო ხელს უმიზნებენ ვიდრე იმას რომ არ იყო ხელი
სნნ/ასოშ-პრესმა არაფერი დაწერა მიმოხილვაში, თითქოს არაფერი სადაო არ ყოფილიყოს (რაც ნიშნავს რომ იქ ისეთი არაფეირ მომხდარა დაიწყო ყვირილი ,,ვალენსია დაჩაგრეს, რეალს მოგება აჩუქეს")
სხვები ან არ წერენ ან არ ამახვილებენ ყურადღებას (იგივე ელ პაისი, რომელიც რეალის ,,ფანია", მაგრამ არასდროს ,,ანტი-ბარსა". ამიტომ არის ერთადერთი ობიექტური წყარო ესპანეთში. ამ მომენტზე მათ არ გაამახვილეს ყურადღება (და ჩემი აზრით ზუსტად ასე არის სწორი ყველაზე მეტად)
მაგრამ ისევ, მაინტერესებს, იყო ხელი თუ არ იყო, მარტო ჩემს თვალს და აზრს არ ვენდობი და მინდა სხვისიც გავითვალისწინო, ვისაც ასევე სიმართლე აინტერესებს და არა თავისის გატანა :დ
აუ რაებს ვხსნი
ხოდა მივედი სადამდე, ყველაფრის გადახედვით, შემდეგ ახალი ვიდეოს დადებით, ჩანს რომ ხელი იყო (95% დარწმუნებული ვარ მაგრამ ეჭვი მაინც მრჩება,იმიტომაც ვწერ ამდენს. საერთოდ ადამიანი მაშინ კამათობს, როცა დარწმუნებული არაა. სიტყვაზეაც, პეპე რომ გააგდეს, რეალის ფანობა იმიტომ არის გაგიჟებული, რომ სადღაც გულში არ არიან დარწმუნებული მის უდანაშაულობაში :დ ეს იწვევს ყველაზე დიდ კამათს და აღშფოთებას, თორემ როცა რაღაც იცი, იმას გადააგორებ და წინ წახვალ ასე ვთქვათ, ფაქტზე არ დაობენ, დაობენ ფაქტის დადგენაზე, პეპე-ზე ვერ ,,დადგინდა" ასე ვთქვათ, ზოგი იმას ამბობს ზოგი ამას. იდენტურად როცა ბარსელონას ფანები გამხეცებული იცავენ ბარსას რომ მსაჯები არ ეხმარებიან, ეს ნიშნავს (თუნდაც ჩემს მაგალითზე) რომ მათ გულში ეეჭვებათ ,,იქნებ გვეხმარებიან" და ცდილობენ დაარწმუნონ სხვა და თავისი თავი იმაში რაც მათ აწყობთ, ასეა ძმაო ცხოვრება :დ)
ახლა მარკას გამოკითხვა (მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან მასშტაბურია და იმიტომაც რომ საინტერესოა ,,მათ მოედანზე" რა შედეგი ექნება მათთვის მიუღებელ მოვლენას)
http://www.marca.com/debate/2011/11/2038/p...ciones2038.htmlძალიან ბევრი რამის გაგება შეიძლება კონკრეტულად ამ გამოკითხვით
ვინაიდან
როცა ის დაიწყო, მაშინ არ იყო ახალი კადრები
და უდიდესი უმრავლესობა ამბობდა რომ პენალტი არ ყოფილა
მაგრამ მერე?
მე შევედი მანდ ასე 2 საათის წინ და ,,პენალტი არ ყოფილა" ქონდა 64%, გახარებული მარკა ამბობდა რომ აი 64%, ნათელია, პენალტი არ იყო
და ხალხი მაშინ დიახ ობიექტური იყო, რადგან იმ რაკურსებით ხელი არ ყოფილა
შემდეგ ახალი კადრები
შევედი და დამხვდა 59%
ახლა შევედი და არის 55.7%
ანუ როგორ იცვლება აზრი, როგორ ვრცელდება ახალი კადრები და ხალხი უკვე ,,პენალტი იყო" ამბობს
საბოლოოდ ველი 50/50-ზე, თუ დატოვეს პირველ გვერდზე ,,პენალტი იყო" მოიგებს, ასე მგონია
მაგრამ თუ ღამით უმრავლესობა ამბობდა პენალტი არ იყო, ობიექტურად
ახლა უმრავლესობა ამბობს რომ პენალტი იყო
გათავდა აქ, ვინმეს დაეხმარენ კი არა, უბრალოდ მარტივად ხელი იყო თუ არა, ნუთუ ადამიანებმა ვერ უნდა მოახერხონ ფაქტის დაფიქსირება?

სურვილი მაინც უნდა გქონდეს :|
და არავითარი ვინმეს ეხმარებიან ან ჩაგრავენ, ის რომ დაენიშნათ ფრე იქნებოდა და მსგავსი კუკუობები
არის სადაც კუკუობაში გადადიხარ, ხოდა იქ უნდა გაჩერდე რია :|
გუშინ მეგონა ხელი არ იყო, დღეს მგონია ხელი იყო და მეგონება იქამდე სანამ ახალი მასალა არ დაიდება
რაც შეეხება პენალტი იყო თუ არა, ეს კიდევ მეორე ამბავია, ასეთ შემთხვევაში მე პირადად მსაჯს ვუჯერებ ხოლმე, აი ასე. იმიტომ არის ის კაცი მსაჯი, იდნივიდუალურად, რომ მას მიანდეს ეგ თამაში და მისი გადასაწყვეტია, ჩემი არაა, შენი არაა, მარტო მისია :დ ეგ არის ფეხბურთი და ეს მისი შემადგენელი ნაწილია (და აქ არაა ლაპარაკი როგორც კუკუს შეიძლება მოეჩვენოს რომ მე მინდა მსაჯის შეცდომები თუ მოწინააღმდეგე ვარ სიტყვაზე ვიდეოსი, პირიქით, ყოველთვის მინდა მაქსიმალურად გამორიცხონ შეცდომები და ამისთვის ყველა საშუალება გამოიყენონ. მაგრამ ისევ, დგება მომენტი როცა ინდივიდი ღებულობს გადაწყვეტილებას, იმიტომ ქვია მსაჯი, განსჯის ის და არა სხვები.)
კიდევ პატარა მაგალითი, როცა მოდერატორად გნიშნავენ, შენ სჯი, იმიტომ დაგნიშნეს რომ გადაწყვეტილება მიიღო და იმიტომაც რომ შეგეძლია მიიღო სწორი გადაწყვეტილება, შეიძლება შეცდე ,,სიმართლესთან", მაგრამ შენი გადასაწყვეტია და არა ვიღაც კუკუსი, ვისაც თავი მსოფლიო გამგებელი გონია :დ ყველამ თავის სექტორს მიხედოს როგორც იტყვიან :დ :დ
ყოველშემთხვევაში ასე იტყოდა ყველა, ვინც დაინიშნება მოდერატორად, მსაჯად, ან მიანდობენ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებას, მარტივია რა (და ამას ვწერ ის ვინც ყოველთვის დასცინის ,,მე ვარ და მე ვღებულობე გადაწყვეტილებას", აი ასე ვუპირისპირდები ჩემს ნათქვამს, მაგრამ ორივე ერთშია, სადღაც შუახაზია და გადადიხარ კუკუეობაში
ჩემი დასკვნა: ხელი იყო, პენალტი იყო თუ არა ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მსაჯმა არ დანიშნა და სრულიად ლოგიკურად, მიუხედავად იმისა რას ამბობს წესი.
პ.ს. ამდენს რატომ ვწერ? იმიტომ რომ ასეთი საკითხებიდან 3 სიტყვიანი დარწმუნებული აზრა/დასკვნის გაკეთება არის კუკუობა.