რა უნდათ ახლა მეტი, რანაირად უნდა მოუგო რომ თქვან მოგვიგეო :|
ამაზე აშკარა მოგება რა ვიცი
თუმცა რა თქმა უნდა დიდი გუნდია მილანი ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლი ძალიან გვირხევდნენ როცა გვიტევდნენ, წაგებაც კი შეიძლებოდა

მარა ამდენი 100%-იანი და მსგავსი მომენტი ბარსას 8:0-ებში არ ქონია
ხოდა ერთის მეშინია ამ მილანს არ შევხვდეთ ინტერივით

თორემ გაგვაგდებს მგონია

ამ არასაჭირო თამაშის მოგება რად გვინდოდა, გაგვაბრაზეს და მოიგეს რა

ვალდესი რა ბლეყვია

აბიდალი კუტუ
მასკერანო აჭრილია და მაინც ათამაშებს, შეცდომების გარდა რისთვისაც გამოიყვანეს ის ვერ გააკეთა (პიკეს ტრავმა აქვს ეტყობა მართლა თორემ არამგონია არ გამოეშვა)
ტიაგო 10-იანი, რა ბიჭი მოგვესწრო, ფეხს რომ ბურთს შეახებს და რაცხებს :დ ჯადოქრობს ვგიჯდები
კეიტამ გიჟური თამაში აჩვენა და გოლიც კი გაგვატანინა :დ
პუიოლისთვის სუსტია ეგ თამაშია, თორემ ისე მშვენიერი. ნაღდი პუიოლისთვის კი მრცხვენია :დ რაც შეუძლია
მესი 6 თამაშში 0 გოლი, რაღა უჭირთ (მაურინიოსთან 6-ში 0 რომ ქონდათ რა უჭირდათ)
ახლა 1 არგუმენტი დარჩათ, არგენტინა, აი მერე რა ეშველებათ იქაც რომ.. :დ
ნესტა და ტიაგო სილვასთან როგორც დანა კარაქში დადიოდა 2 თამაში (და ეს საძაგელ ფორმაში მყოფი ახერხებს

არცერთი ილეთი არ გამოსდის თითქმის)
ხავი უბრალოდ არ ვიცი დაუჯერებელია
და ვტირი ისე ვარ რომ დაუჯერებელი იყო ხავი პირველ 20 წუთში უკვე და მაშინ ვთქვი რა ტეხავს ახლა რამე საგოლე პასს გააკეთებს და ყველა იტყვის რომ დაუჯერებელია, არადა საგოლე პასზე, პენალტზე თუ გადამწყვეტ გოლზე საოცრებები აკეთა
უბრალოდ თვითონ თქვან მილანის ფეხბურთელებმა ასეთი რამე თუ აქვთ ნანახი :დ
ვილია რა, 10 კაცით ვიყავით
სანჩესი მებრძოლია თორემ ერთი ,,ჩორტია"

სხვა თემებში შეხედვა არც მინდა

საბნორმალების პარადი იქნება
მსაჯზე კიდევ ლენინს შეშურდება ისეთი პროპაგანდაა
სულ მეჩვენება რომ გვეხმარებიან ყველა ეპიზოდში :დ
და ვიცი რომ პროპაგანდის ბრალია :დ
ნუ გასაგებია ჩვენ ვერ დავიწუწუნებთ მსაჯზე, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ უნდა აკეთოს რომ დაწყნარდნენ :დ
და კიდევ სიმულაციებზე, მაგენი თუ სიმულაციებია, გადააცვი მილანელს ფორმა ბარსასი და ნახე მერე რაები წერონ
ყველა იქცევა ეგრე და ზოგმა არც იცის ტელევიზორის ყურება :დ აქ საერთოდ ელემენტარული რამეები არ იციან ხალხმა (ერთი აგერაც პოსტავს ზე-სასწაულებს, 1+1 რომ არის, მარა რას იზამ)
This post has been edited by კუკი on 24 Nov 2011, 01:53