24-ე ტურის ცენტარლური მატჩის Previewოთხშაბათს გამართული სანაკრებო შეხვედრების გამო, ბუნდესლიგის 24-ე ტურში ვერ ვიხილავთ პარასკევის ტრადიციულ მატჩს; ტური სტარტს შაბათს, 3 მარტს, 18:30 წუთზე აიღებს 6 პარალელური შეხვედრით.
ამ ტურში ყველაზე დიდ ინტერესს რა თქმა უნდა
ლევერკუზენისა და ბაიერნის დაპირისპირება იწვევს;

03.03.2012, 18:30
ლევერკუზენი
ბაიარენა
მსაჯი: მანუელ გრაფე
ტურის ცენტრალური მატჩი; წესით, ამ შეხვედრამ საკმაოდ ბევრ მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი; ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, გამოვიდა თუ არა ბაიერნი კრიზისიდან, თუ შალკესთან გამარჯვება უბრალო გამონათება იყო და უფრო შალკეს ლიდერებთან ცუდი თამაშის ბრალი.
ამ მატჩს მასპინძლები საკმაოდ კარგ ხასიათზე ხვდებიან; მათ ბოლო ორი მატჩის მოგება მოახერხეს და მე–5 ადგილზე გადაინაცვლეს, თანაც მეოთხეადგილოსან შალკესთან სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნების იმედს იძლევა.
ხასიათი გამოისწორა ბაიერნმაც, რომელმაც წინა ტურში შალკე 04 დაამარცხა და ცოტათი მაინც ამოისუნთქა
დანაკლისი ორივე გუნდს აქვს; ლევერკუზენის ლაზარეთს
ადლერის, და კოსტას, სამის, ბალაკის, ბარნეტას შემდეგ
ჩორლუკაც შეემატა
ბაიერნის დანაკლისიდან კი აღსანიშნავი
შვაინშტაიგერის და
ვან ბუიტენის ტრავმებია, თუმცა მიუნხენურ გუნდს ასევე შეიძლება
რიბერიც დააკლდეს, რომელიც სანაკრებო შეხვედრაში დაშავდა
გუნდებს ორ-ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც ამ მატჩში გაფრთხილების მიღების შემთხვევაში, შემდგომი შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ; ესენია, ლევერკუზენის მხრიდან –
კასტრო და
კისლინგი; ბაიერნის მხრიდან –
რიბერი და
კროოსილევერკუზენისთვის ბაიერნი ძალიან უხერხული მეტოქეა; ბუნდესლიგის მასშტაბით ამ გუნდებს შორის გაიმართა
65 მატჩი, რომელთაგან
13 მოიგო ლევერკუზენმა,
39 ბაიერნმა ხოლო
13 ფრედ დამთავრდა; ბურთების შეფარდება
78:129 ბაიერნის სასარგებლოდ
პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა
3:0 დასრულდა ბაიერნის სასარგებლოდ
14 მატჩია ლევერკუზენს ბაიერნი არ დაუმარცხებია; ბოლოს მათ 2004 წლის 28 აგვისტოს იმარჯვეს
ბაიერნმა ყველაზე დიდი სხვაობით ლევერკუზენს 1982 წელს მოუგო 5:0; ლევერკუზენისთვის ასეთი ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება 3:0-ია (1986)
ბუნდესლიგაში ლევერკუზენს ბოლო 5 შეხვედრაში 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება აქვს
ბაიერნს კი 3 მოგება და 2 ფრე
სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები კიკერის მიხედვით:
ლევერკუზენი: Leno - Schwaab, M. Friedrich, Toprak, Kadlec - Reinartz, L. Bender - Castro, Renato Augusto, Schürrle - Kießling
ბაიერნი: Neuer - Rafinha, Boateng, Badstuber, Lahm - Tymoshchuk, Alaba - Robben, Kroos, Ribery - Gomez
ბოდიშს ვიხდი, თუ რაიმე შეცდომით მაქვს აღნიშნულ პოსტში; მომავალი ტურიდან უკვე ტურის ყველა მატჩზე გავაკეთებ დაახლოებით ასე და უფრო დავხვეწავ : )