ეხა გადავხედოთ,
რანიერის ინტერის ჩემპიონობის შანსებს შევხედოთ,
თავი დავანებოთ დაუწერელ კანონებს, რომელიც ვინ იცის მართლა ირღვევა...
სუფთა არითმეტიკულად.
ორი ძლიერი კონკურენტის პირობებში, რომლებსაც 41 და 40 ქულა აქვთ, და გამომდინარე ამ ორი გუნდიდან უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონს 80 ქულა მაინც ექნება ბოლოში, ანუ ინტერს მინიმუმ 45 ქულის(სულ მინიმუმ) აკრეფვა მოუწევს მეორე წრეში.
რესურსებსაც თავი დავანებოთ, პროსტა არითმეტიკულად.
45/19 გამოდის 2.3 ქულა თითო მატჩში... დაახლოებით ყოველი სამიდან 2 თამაში უნდა მოიგონ და 1 ფრე ითამაშონ. ანუ 19-დან სადღაც 11 მაინც უნდა მოიგონ...
დღეს რო ვერ მოეგოთ, აი, ხო არაფერი ერთი თამაშია, მარა მოშნად უკან იქნებოდნენ...
იუვე მილანს არც ჭირდება ალბათ გადახედვა...
ხ.ი.ზ. რა იქნებაა ამათში
ისე სტატისტიკა:
ყველაზე მეტი გოლი: მილანი-40
ყველაზე მეტი გაშვებული: ნოვარა-38
(შესაბამისად +-ებიც)
სახლში საუკეთესო: იუვე- 21 29-დან
გასვლაზე: მილანი- 20 30-დან
ნახევარი ტაიმით პირველი: უდინეზე 36 ქულა
ბოლო ფორმით: ინტერი 18 ქულა
კარში დარტყმები: 7.57, იუვე
კარისკენ დარტყმები: 8, 94, რომა
ჯარიმები: კატანია, 17.4
კუთხური: იუვე, 6,84
ოფსაიდი: უდინეზე, 5
ბურთის ფლობა: მილანი, 60%
საშუალოდ ყველაზე მეტი გოლი ჯენოას თამაშში გადის: 3.11, იქვეა მილანიც
დასრწრებით: ინტერი 54 ათასი, მილანი 50 და ნაპოლიც 48
ასისტები:
არმერო 9
აკვილანი 7
და ძალიან ბევრი 6
კასანოს 6 აქვს გაკეთებული 8 თამაშში

შარშან ამ დროს პირველზე მილანი იყო 40 ქულით.
ნაპოლი მეორეზე 36-ით
ინტერი 35
ლაციო 34
ყველაზე დიდი ნახტომი უდინეზეს აქვს +11 შარშანდელთან შედარებით.
მერე იუვე +10
ყველაზე ცუდი
პალერმოს და ნაპოლის -7
გასავარდნ ზონას რაც შეეხება ბოლო სამი ისეთი უსუსურია არაფერი საინტერესო არ მოხდება ქვევით...
განწირული დოდოები არიან. არადა თითქოს შემადგენლობა ჰყავს სიტყვაზე ჩეზენას ერთი მე-16 ადგილის...
სიენა-ბოლონიასაც მივაყოლებდი ისე მე.
პ.ს. რამდენი ხანია სუ ესეა, ამოვა გუნდი, ერთი წელი გაფართხალდება, დასტიონად ითამაშებს და მეორე წელს უსახოდ ვარდება...
ჩეზენა, ნოვარა წელს.
This post has been edited by hibridi55 on 23 Jan 2012, 02:13