კლასით არა სკოლით კიდე
ჩვეულებრივი უსახური შეხვედრა ჩავატარეთ, როგორიც წელს არ გვქონია.
რა მოხდა? თითქოს არ წაგვეგოს მესტალიაზე არასდროს!
შედეგიც ვიცოდით წინასწარ:
1. გოლის გატანა გაგვიჭირდებოდა (ადურისი);
2. საჯარიმომდე ბურთის მიტანა გაჭირდებოდა (პარეხო);
3. დაცვის მარჯვენა ფლანგი მოიშლებოდა (ბრუნო).
დავამატოთ გუნდის არანაირი მონდომება და ინიციატივა.
და კიდევ მკაფიო ტაქტიკური მონახაზის არქონა, ან ისეთი ტაქტიკა, რომელსაც განხორციელება არ უწერია სუსტი შემსრულებლების გამო.
2-3- ფეხბურთელს თითქოს ეტყობოდა რაღაცის შეცვლას ცდილობდა, მაგრამ საქმე შედეგამდე ვერ მიიყვანეს.
სულ ეს იყო და ამიტომ ვენები უნდა გადავიხსნათ?
კარგით რა!
ხომ ვიცით რომ მოგება-წაგება ვალენსიაში ძმები არიან.
სხვა ქალაქებში კი მოგება და მსაჯები არიან ძმები.
გამიკვირდა რომ მწვრთნელის, ფეხბურთელების, მსაჯის გინებას რომ აღარ სჯერდებით და ახლა იქაური გულშემატკივრების გინებაც დაიწყეთ.
ალბათ აქაურებსაც მალე მიადგებით...
რას ერჩით გულშემატკივრებს?
თოფით რომ არ დადიან სტადიონზე და არასწორ პასზე, ან არგატანილ გოლზე ფეხბურთელებს რომ არ კლავენ?
თუმცა, რა აზრი აქვს..
სხვადასხვანაირად გვესმის ალბათ გულშემატკივრობა.
ყოველ შემთხვევაში უცხო გუნდის გულშემატკივარი ჩვენ თემაში ჭკუას არ უნდა გვასწავლიდეს...