უნდა ვილოცოთ რომ ემერის გონება გაუნათდეს, სხვანაირად არ გვეშველება არაფერი
ika_valenciaპოტენციალი შეიძლება აქვს, მაგრამ ვერ ტოვებს მებრძოლი ტიპის შთაბეჭდილებას. ადურისმა უფრო იბრძოლა მომენტებში, ვიდრე პიატიმ. უმეტეს მომენტებში არ უბრძოლია ბურთზე.
ბაზარი არაა, უნდა ათამაშოს პიატი აუცილებლად, სხვანაირად ვერც გაიხსნება და ვერც ფორმას აკრეფს, მაგრამ არანაირად პრინციპულ თამაშებში, სადაც ოხრად გამოცდილებაა საჭირო.
იგივე ითქმის ფეგულიზეც. ცარიელი მორბენალი სტრიქონია მართლა

შეტევის 90%-ში აიმასქნებს, ბურთი მაგისგან იკარგება. ირბინოს და იყოს...
პაბლო არაა ანგელოზი, მაგრამ რაც მახსოვს, მგონი არცერთ პრინციპულ მატჩში ბოლო დროს არ მოუიმაქსნია. ბოლოს და ბოლოს, კაცს გამოცდილება აქვს, იცის როგორ თამაშობენ იგივე ბარსას და რეალის ფეხბურთელები, მათ წინააღმდეგაც უთამაშია და ზოგიერთის გვერდითაც.
მაგის არასტაბილურობა უფრო ფორმის დაკარგვის ამბავია, არ ათაშებს კოსტუმა. აბა გუშინ რა მოუვიდა, სირბილის დროს, უწყინარ მომენტში გაეჭიმა კუნთი.
მოკლედ, ერთადერთი იმის თქმა მინდა, რომ ადურისი, პიატი, ფეგული და ბარაგანი (ეს ბოლო შეიძლება მოვაშოროთ საერთოდ) უნდა ათამაშოს სუსტ გუნდებთან, რომ მიეჩვიონ რაღაცას. თორემ რეალის და ბარსას მართლა მგლების წინააღმდეგ რომ გაიყვან ფეგულის და პიატის, იასნა ორივეს ჩახდიან, წინასწარ ცნობილია

არც ფიზიკურად, არც მორალურად, არც კლასით და ა.შ. არცერთი არაა მზად ისეთ დონეზე თამაშისთვის, რაც ტოპ-გუნდების წინააღმდეგაა საჭირო და პრინციპულ თამაშებს სჭირდება.
იგივე პაბლო და თუნდაც ბებერი ალბელდა 10 თავით მაღლაა IMHO ეგეთ თამაშებში.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.