დიდი სურვილი კი გვაქვს მაგრამ შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგაზე რაიმე სერიოზული წარმატების მიღწევა გუნდით, რომლის საშუალო ასაკი 23 წელია.
შედარებაც არ არის გუშინდელი მეტოქეების გამოცდილებისა.
გუშინ მოედანზე გამოსული ფეხბურთელებიდან: ალვეში, ბარაგანი, რამი, რუისი, ფეგული, ჟონასი და პარეხო წელს პირველად მონაწილეობდნენ ჩემპიონთა ლიგაზე, ალბელდას გარდა დანარჩენებს შარშანდელი მცირედი გამოცდილება აქვთ.
ხორდის უდიდესი პოტენციალი აქვს, მაგრამ დღეისათვის ის ჯერ ისევ მზარდი ფეხბურთელია...
ბარაგანი თავისი დამსახურებით ნამდვილად არ იყო ძირითადში, ის უფრო სხვის არდამსახურებით აღმოჩნდა მოედანზე...
რამი და რუისი პირველად მონაწილობდნენ ასეთ პრესტიჟულ ტურნირში...
ალბელდას მეტი მოეთხოვებოდა...
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტინო არ არის ორგანიზატორი, თამაშის მართვა ბანეგას უკეთ ეხერხება, მაგრამ ტინოს ყოფნა მოედანზე სასარგებლოა, მისი მებრძოლი ხასიათი და საოცარი დარტყმები ყოველთვის საჭიროა...
ფეგული საუკეთესო იყო მოედანზე, ეს ალჟირელი ბიჭი ყოველდღიურად იზრდება, გრძნობს თამაშს, ხვდება სად უჭირს გუნდს და მზადა ნებისმიერ სათამაშო ადგილზე იმუშაოს თუნდაც ეს თავისი პოზიცია არ იყოს, არ დაგვავიწყდეს, რომ ის სულ 21 წლისაა...
მატიეს ბევრს ვერ მოთხოვ, ჩანდა, რომ თავის პოზიციაზე არ თამაშობდა...
სოლდადო და ჟონასი ფაქტიურად არ ჩანდნენ მოედანზე...
ემერიმ ბევრი შეცდომა დაუშვა, პირველ რიგში ტაქტიკური ხასიათის.
გუშინდელ მატჩი უდიდესი გაკვეთილია ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის, სწორედ ასეთი შეხვედრების შედეგად გროვდება ის გამოცდილება რაც ჩვენ მეტოქეს თავზე საყრელად ჰქონდა, ჩვენ ფეხბურთელებს კი აშკარად აკლდათ...
წინ უამრავი მატჩია, ცუდი გუნდი ნამდვილად არ გვყავს!