ლუკას ლეივა დარწმუნებულია, რომ სტემფორდ ბრიჯზე გლენ ჯონსონის შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, მარჯვენა მცველი თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება და აცხადებს, რომ ინგლისელს მრავალი გოლის გატანა შეუძლია მომავალში. ლუკას ლეივას აზრით, წითლების მე-2 ნომერის მიერ გატანილი გოლი ის ჯილდო იყო, რომელიც ჯონსონმა შესანიშნავი თამაშით დაიმსახურა.
”ჯონსონს ტრამვები აწუხებდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მარგამ ახლა ის ისევ ფორმაშია, ისევ თავდაჯერებულია და ეს ჩვენ ძლიან გვახარებს,” თქვა ლუკასმა.
”ჩვენ ნამდვილად კმაყოფილები ვართ ჩვენი თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩავატარეთ კარგად.”
”მეორე ტაიმში მათ შეცვალეს თამაშის ტაქტიკა და ჩვენ რამდენიმე მომენტი გაუშვით ხელიდან, რის შედეგადაც ანგარიში გაგვითანაბრეს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით და მეორე გოლი გავუტანეთ.”
”ლივერპულის” ოფიციალურ საიტთან ინტერვიუსას, ლუკასმა ასევე ისაუბრა ნახევარდაცვის ფლანგზე თავის პარტნიორის ჩარლი ადამის შესახებ, რომელთანაც შესანიშნავად ააწყო თამაში.
”ჩარლი არის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მისი თამაშის ხარისხი, რაც გლენის მისართით გაკეთებული პასითაც დადასტურდა.”
”კლუბში ბევრი ახალი ფეხბურთელია და გარკვეული დრო არის საჭირო, რომ ისინი ერთმანეთთან შეთამაშდნენ, ერთმანეთის თამაშის სტილს ალღო აუღონ.”
”მე ძალიან მსიამოვნებს ჩარლის გვერდით თამაში. ვცდილობ საშუალება მივცე მას წინსვლისათვის და კარგი პასები მივაწოდო. მაგრამ როდესაც ჩვენ დაცვაში გვჭირდება დახმარაება, ის ყოველთვის უკან იხევს. რაც მეტად ვითამაშებთ ერთად, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვის.”
წყარო:
http://www.liverpoolfc.tv