“ლივერპულს” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის დავიდ ვილიას გადაბირება სურს.
როგორც გაირკვა, მერსისაიდელები ფეხბურთელთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადებით “ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავენ.
“წითლები” მზად არიან ესპანელში 40 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიმდინარე სეზონში ვილია არასტაბილურად თამაშობს და ჟურნალისტების მხრიდან მუდმივი კრიტიკის ქვეშ იმყოფება, თუმცა ხოსეპ გვარდიოლას არაერთხელ უთქვამს, რომ ფორვარდში ეჭვი არ ეპარება.
შეგახსენებთ, რომ დავიდ ვილია “ბარსელონაში” 2010 წელს “ვალენსიიდან” 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. კატალონიური გუნდის მაისურით ფეხბურთელმა 73 მატჩი ჩაატარა და 31 გოლთან ერთად, 11 საგოლე გადაცემაც მიითვალა. ესპანეთის ნაკრებში დავიდმა 82 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა.
წავიდა თქვენი კავანებეეეეეე