რა შუაშია პროსტა. ჯერ ეს ერთი, ძალიან ძველი ვიდეოა, მეორეს ერთი, სისულელეა! იტალიის ნაკრები, კაი, გვახსოვს ვთქვათ დი ნატალეს შემოგორება სტადიონზე, მაგრამ ბარსელონასთან არის ეხლა თამაში! მე არ ვარ ცუდად განწყობილი ბარსასადმი და არც ვამბობ, მაგრამ სადაც იტალიაზე ამბობენ "გორაობენ" და სიმულიანტობენო, 2 ჯერ მეტს ამბობენ დღევანდელ ბარსაზე, ბუსკეტსზე განსაკუთრებით. რაც შეეხება მილანს, რომელი მილანელი სიმულიანტობს ხოლმე? გამახსენე აბა ერთი. გინახავს ბოლო დროს თამაშები? გამახსენე რა. პატო არ სიმულიანტობს აშკარად არასოდეს, ზეედორფს იმედია მაგას არ დააბრალებ. იქნებ გატუზო??? ან იქნება კასანომ გაათამაშა ინსულტი? ააა, მალდინი, ეგ იყო დიდი სიმულიანტი

კარგი რა, არ ეხება ეს საკითხი მილანს, არც ერთ მილანელს არ უსიმულიანტია, მაქსიმუმ რობინიოზე თქვას კაცმა რამე და თანაც არ მახსენდება ბოლო დროს მაგისი მსგავსი საქციელი.
ხო, მე მილანთან ერთად იტალიის გულშემატკივარი ვარ, და დარწმუნებული ვარ სიმულიანტობაში გუნდების უმეტესობა ვარჯიშობს, სხვებზეც მაქვს ნანახი მგონი (რაღაც ასე მახსოვს, თუმცა ვინ იყო არც გამიმახვილებია ყურადღება), ეხლა ნაღდად ვერ მოვძებნი უბრალოდ. კი ბატონო, არ მივესალმები, მარა იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ხალხი სტერეოტიპებით უყურებს იმავე იტალიის ნაკრებს, შესაძლოა შენც. რაკი დღევანდელ დღეზე ვლაპარაკობთ გამახსენე პრანდელის დროინდელ იტალიაში ვინ როდის ისიმულიანტა. არც ეს მახსენდება მაინცდამაინც. და ისე, მაგ ვიდეოში საერთოდ იტალიაა რო? რატომღაც არსენალი მახსოვს მე

აქ არ მიხსნის და...
რივალდოც გვეხსომება ისე, ბრაზილია ხომ არის პენტაკამპეონე, რივალდოც ხომ იყო შესანიშნავი ფეხბურთელი, მაგრამ ხომ ჩაიდინა?
იტალიის ნაკრების ბედ-იღბალიც გაიხსენე, (კორეასთან თამაშს თუ ბედ-იღბალი ერქვა), და შეიძლება მაგ ვარჯიშში აზრიც დაინახო. ხო, ეს იმას არ ნიშნავს რომ მე მაგას ვიწონებდე, მაგრამ დღევანდელ იტალიის ნაკრებში მეეჭვება ვინმე მსგავსი ტრიუკებით ცდილობდეს მწვრთნელის სიმპატიების დამსახურებას, როცა თითქმის ყველა პოზიციაზე კონკურენციაა ნაკრებში მოხვედრისათვის.
ხო, ეხლა თემას გადავუხვიეთ, მაგრამ პატოსგან რა გინდა? შუშის იყო აქამდე (იმედია აღარ იქნება), და მაინც, ზემოთ მოიყვანეს სტატისტიკური მონაცემები. მიზეზი იმისა, რომ პატო დღეს იცის მსოფლიომ არის მილანი, და თურმე ცუდ ადგილას მოხვდა. რავიცი, ვერ დაგეთანხმები, ყველანაირ ლოგიკას არის მოკლებული ეგ მტკიცება,
თამაშს რაც შეეხება, ძალიან ძნელი იქნება, მიუხედავად ყველაფრისა. ძალიან მინდა რო ოდესმე მაინც გაიღოს ამ კაცმა ცოტა ფული და იყიდოს ის ხალხი, ვინც საჭიროა, არ შეიძლება უბრალოდ, ბარსას მეათედსაც არ ვხარჯავთ ტრანსფერებში. არადა ბარსაც არ ხარჯავს იმდენს, რამდენსაც ბევრი სხვა გუნდი.
კოსტაკურტამ ილაპარაკა, ბარსას მარტო მაშინ უჭირს როცა პრესინგს ეთამაშები ნახევარდაცვიდანო, მაგრამ ძნელი იქნება, ან გაქაჩავენ და ან ვერა. ნუ, ნოჩერინო კია მაგის ჯანზე, იმედი მაქვს აკვილანიც, ბოატენგზე ლაპარაკი ზედმეტია. ვან ბომელის 90 წუთი მეეჭვება, მთავარია გამოცდილება დაიხმაროს ეპიზოდებში და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაგვაგდოს ბატესთან თამაშის არ იყოს

ძნელი იქნება, მაგრამ იმედია მოსაგებად ვითამაშებთ, ფრეზე რომ ვიჩალიჩოთ მგონი შევძლებთ, მაგრამ არ მინდა, მოგება მინდა. პატოს დააყენებს სტარტიდანვე იმედია, რობინიო არ მინდა ძირითადში. იბრა-პატო კაი იქნებოდა.
სად გვაკლია კასანო, ესეთ თამაშში დიდ როლს ითამაშებდა მგონია
This post has been edited by Bowman on 22 Nov 2011, 17:00