ვენგერი: "არსენალი ოთხეულში შევა" :
Arsene Wenger
გუშინ "ლონდონის არსენალმა" სტუმრად "უიგანი" დაამარცხა (0:4). შეხვედრის შემდგომ "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ამჟამად კარგად გამოიყურება და მას ჯერა, რომ "არსენალი" 4-ულში შესვლას მოახერხებს.
"უიგანმა მატჩი კარგად დაიწყო. მათ პირველ 10-15 წუთში ჰქონდათ საგოლე მომენტები, თუმცა შედგომ არსენალმა მოიპოვა უპირატესობა." - განაცხადა ვენგერმა შეხვედრის შემდგომ.
"ჩემმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს და მინდა, რომ მივულოცო მათ 3 ქულის მოპოვება. ჟერვინიოს გოლით მოხარული დავრჩი."
"მჯერა, რომ არსენალი შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება." - დაასრულა ფრანგმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის პრემიერლიგაში, ერთდროულად 7 გუნდი იბრძვის, თუმცა აქედან მხოლოდ 4-შეძლებს ლიგაზე გამოსვლას შემდეგ წელს.
ვაა მომწონს ამბიციაი
მარა კი არ იცის რო ზამთარში თუ არ იყიდა ვინმე რო ვერ შევა ოთხეულში