მე კიდე მაგრად მეცოდებიან მსაჯები, მსაჯობაზე უმადური და ძნელი პროფესია არ არსებობს

ან გუშინდელ თამაშში რას ერჩით მსაჯს? თქვენ, 1000-ჯერ ნახულობთ მომენტს, გამეორებით, სხვადასხვა რაკუსით, შენელებული კადრებით და მაინც ვერ არკვევთ ხოლმე ხშირად რა იყო სინამდვილეში და რა არა და ამ დროს მსაჯს თხოვთ მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში, ნახევარი ჰექტარის ფართობზე ზუსტად აკონტროლოს 22 კაცის თითოეული მოძრაობა წამის მეათედებში? და რაც მთავარია, ყველა გუნდის ბალელშიკი მსაჯისგან იტხოვს აუცილებლად მისი გუნდის სასარგებლოდ (ან იმ გუნდის რომელსაც ბალელშიკობს იმ კონკრეტულ თამაშში) და მეტოქის საწინააღმდეგოდ ყველა გადაწყვეტილების მიღებას.
გუშინდელ თამაშზე, ხავიზე 100% გადასაწყვეტი არ ყოფილა პენალტის მომენტი. კონტაქტი ხომ იყო ფეხბურთელებს შორის? ხო დაქაჩა მცველმა ხავი? თუმცა გარედან შეხედვით იმაზე უფრო სუსტი ჩანდა ეს კონტაქტი, ხავის მოძრაობაზე რაიმე გავლენა რომ მოეხდინა. ასე რომ ეგ სიტუაცია 30% საპენალტე იყო, 70% არ იყო საპენალტე. და მსაჯს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, 100%-ით მარათალი არც ერთი არ იქნებოდა, თუმცა სჯობდა ალბათ არ დაედო თერთმეტმეტრიანი, მაგრამ მსაჯზე გინება რატო დადოო, აფუსრდია. კომპიუტერული მანქანა არაა მსაჯი, წამის მეატედში აბსოლუტურად ზუსტად აღიქვას მომენტი, ზუსტად განსაზღვროს რა %-ით იყო პენალტი და იმის მიხედვით იმოქმედოს. მაგრამ სამაგიეროდ, შემდეგ ფაბრეგასი რომ წააქციეს მილანელებმა საკუთარ საჯარიმოში, რომელზე უკვე მინიმუმ 50% შეიძლებოდა პენალტის დადება, ეგ მომენტი გაატარა მსაჯმა მილანის სასარგებლოდ.
რობინიოზე პენალტს რაც შეეხება, ან ძაან დემაგოგი უნდა იყოს ადამიანი მანდ რომ პენალტი მოითხოვო, ან ორივე თვალით ბრმა და სუბიექტური, რადგან 100%-ით ბურთზე ითამაშა მცველმა და არანაირად არ ყოფილა მანდ წესების დარღვევა.
I გოლზე (ვან ბომელის გოლზე), პასის მომენტში დადებულ სურათზე აშკარად ჩანს რომ ხავი ოდნავ უფრო უკან იყო მაგ დროს, ვიდრე ბურთი, ანუ ტამაშგარე არ ყოფილა. შესაბამისად ან დემაგოგიასთან გვაქვს ამ შემტხვევაში ადგილი როცა მაგ გოლის გაუქმებას ვითხოვთ, ანდა სიტუაციაში გარკვევის გარეშე დასკვნების გამოტანასთან.
ამას გარდა, ეს ტამაში არ ყოფილა არანაირი დიდი პრაქტიკული მნიშვნელობის თამაში და მითუმეტეს ფრეც აბსოლუტურად იგივე შედეგს იძლეოდა ბასრასთვის, რაც მოგება (და არც წაგება იქნებოდა კატასტროფა) და რა მიკერძოებულებიც არ უნდა იყვნენ მსაჯები, ძაან დიდი უტვინობა იქნებოდა მათი მხრიდან ბარსას მხარდაჭერა ისეთ თამაშში, რომელსაც პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
ისე ბარსას საწინააღმდეგოდ რომ ცდებიან მსაჯები, იმაზე რატომღაც ყველა პირში წყალს იგუბეს ხოლმე და ბარსას სასარგებლოდ თუნდაც 99%-იანი სამართლიანი გადაწყვეტილებ რომ იქნას მიღებული, ყველა ეგრევე ლოყებს იხოკავს. არა და მაგის გარეშე არ არსებობს ფეხბურთი. ძაან ცოტა როგორც წესი 100%-იანი სამართლიანი მომენტები ფეხბურთში და ყველა თამაშშია ეგეთი სიტუაციები, როცა უბრალოდ იძულებულია მსაჯი ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც თუნდაც 1%-ით უსამართლობა იქნება ერთი გუნდის მიმართ, მაგრამ საპირისპირო გადაწყვეტილება რომ მიიღოს, მაშინ მეორე გუნდის მიმართ გამოუვა 99%-იანი უსამართლო გადაწყვეტილება და რაღაცა გადაწყვეტილება კი აუცილებლად უნდა იქნას მიღებული.