შხამად შეერგოს დედის რძე, ცოფს ყრიდეს პირზიზღიანი ,
დაეცეს ხსნას არ ელოდეს , ვერ მოირჩინოს ზიანი
დაძრწოდეს , გზას ვერ იკვლევდეს გახელებული, ზიანი,
მეწყერი წამოეწიოს , დღე დაუბნელდეს მზიანი!!
პურს ჭამდეს მიწა ეგონოს, ყვავყორნის ლეშად ქცეული ,
წყალს სვამდეს სისხლი ეგონოს, შხამგესლად ჩამოქცეული,
იწვოდეს იტანჯებოდეს, როგორც იუდა წყეული,
მშიერ მწყურვალი კვდებოდეს მეზობლებს გამოქცეული!
ვინც უღალატოს სამშობლოს, დიად საბჭოთა მხარესა,
მთაგორებს, ვეფხისტყაოსნებს , მორთულ მოფარჩულ არესა,
ჩვენს მამულს შრომით აღდგენილს, მშობლიურ მზეს და მთვარესა
ჭარმაღალ ცას და ვარსკვლავებს მოკაშკაშ მოელვარესა!
ლენინის დროშა გავშალოთ - ორბის ფრთა ნაპერწკლოვანი,
დავსძახოთ ბრძოლის ყიჟინა მრისხანე , ხმაცეცხლოვანი,
მტრებს დავცხოთ ქარბუქს მიჰქონდეს მათი ოხვრა და გლოვანი,
კვლავ ვასახელოთ გმირობით სამშობლო სახელოვანი!
This post has been edited by gatamelata on 28 Nov 2011, 12:03