გვარცხვენთ ამხანაგო..
)
საერთაშორისო პროლეტარული ჰიმნია, ავტორი ეჟენ პოტიე
კავკასიის ბიზნეს სკოლის ჰიმნი
სიყვარულით, სიხარულით, სალაღობო სიმღერით,
ერთგულება შეგვიფიცავს მომავალი იმედით,
კელაპტარი აგვინთია, ცეცხლის ალში ვიწვებით,
ცოდნის წყაროს ვეწაფებით გოგონები, ბიჭები
კავკასია ბაღნარია, საქართველო ედემი,
მქარგავები უნდა გავხდეთ მარადიულ შვენების,
ცოდნის კვირტი იფურჩქნება, გულში სითბო იღვრება,
მზეგრძელობა ჩვენს დიდ წარსულს და მომავალს დიდება.
ერთად, ერთად ვაგუგუნოთ საზეიმო სიმღერა
კავკასიის უნივერსტეტს აბა ერთად დიდება.
აბა ერთად დიდება, დიდება!
* * *
ის ხალხთან არის, მე ასე მჯერა,
თავისუფლების წყარო და გრდემლი.
შავბნელ ღამითაც ლენინის მზერა
ანათებს როგორც ვარსკვლავი კრემლის.
***
მე მახსენდება დიდი ლენინის
მზერა, როგორც მზის ათინათები,
მაღალ დროშებთან ამოფრენილი
მე მახსენდება განთიადები...
***
რევოლუციის ბელადს და მამას,
ვუმღერი ლენინს და თითქოს მესმის
ბედნიერების ნათელი გამა,
ბედნიერების ნათელი ლექსი...
ლენინი - თავისუფლების წყარო!
ლენინი - მზის ათინათი და განთიადი!
ლენინი - ბედნიერების ნათელი ლექსი
This post has been edited by Herr Herman on 28 Nov 2011, 15:38